„მაგნიტის” გათამაშების მესამე გამარჯვებულებს პრიზები გადაეცათ

„მაგნიტის” გათამაშების მესამე გამარჯვებულებს პრიზები გადაეცათ

სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბის ქსე­ლი „მაგ­ნი­ტის“ რი­გით მე­სა­მე გა­თა­მა­შე­ბა გა­ი­მარ­თა, სა­დაც გა­თა­მა­შე­ბის 7 გა­მარ­ჯვე­ბულს სო­ლი­დუ­რი პრი­ზე­ბი გა­და­ე­ცათ. გა­სულ თვე­ებ­ში გა­თა­მა­შე­ბის 14 გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი უკვე გა­მოვ­ლინ­და და გა­მარ­ჯვე­ბუ­ლებს კუთ­ვნი­ლი სა­ჩუქ­რე­ბი გა­და­ე­ცათ.

მე­სა­მე გა­თა­მა­შე­ბის მთა­ვა­რი პრი­ზის 100 000 ლა­რის მფლო­ბე­ლი მე­ო­რე კურ­სის სტუ­დენ­ტი გვან­ცა აჩე­ლიშ­ვი­ლი გახ­და, ქა­ლაქ ხა­შუ­რი­დან. გვან­ცა თბი­ლის­ში ბი­ნის და­ქი­რა­ვე­ბას სა­ცხოვ­რებ­ლად გად­მოს­ვლას გეგ­მავ­და:

„არ მე­გო­ნა თუ რა­ი­მე ასე­თი მოხ­დე­ბო­და ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში და იმას გან­სა­კუთ­რე­ბით ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი თუ მთა­ვა­რი პრი­ზის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გავ­ხდე­ბო­დი. ეს ძა­ლი­ან დიდი სი­ხა­რუ­ლი იყო რა თქმა უნდა. მო­გე­ბუ­ლი თან­ხის გა­მო­ყე­ნე­ბას თბი­ლის­ში ბი­ნის შე­სა­ძე­ნად ვა­პი­რებ, ოჯახ­თან ერ­თად ვი­ცხოვ­რებ“- გვან­ცა აჩე­ლიშ­ვი­ლი, მთა­ვა­რი პრი­ზის მფლო­ბე­ლი.

მე­სა­მე გა­თა­მა­შე­ბის და­ჯილ­დო­ე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბა, ქა­ლაქ თბი­ლის­ში „მაგ­ნი­ტი მაქ­სის“ მიმ­დე­ბა­რედ გა­ი­მარ­თა, სა­დაც კომ­პა­ნი­ის აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა ია ნა­დი­რაშ­ვილ­მა გა­მარ­ჯვე­ბუ­ლებს კი­დევ ერთხელ მი­უ­ლო­ცა და გა­დას­ცა კუთ­ვნი­ლი პრი­ზე­ბი.

„კომ­პა­ნი­ის ერთ-ერთი პრი­ო­რი­ტე­ტი მომ­ხმა­რებ­ლებ­ზე ზრუნ­ვაა. ეს გა­მო­ი­ხა­ტე­ბა რო­გორც სა­უ­კე­თე­სო შე­თა­ვა­ზე­ბე­ბით და მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბით, ასე­ვე იმ ინო­ვა­ცი­უ­რი პრო­ექ­ტე­ბით, რო­მელ­საც „მაგ­ნი­ტი“ მო­სახ­ლე­ო­ბის წა­სა­ხა­ლი­სებ­ლად ახორ­ცი­ე­ლებს. მომ­ხმა­რებ­ლე­ბი რო­გორც გა­სულ წლებ­ში, ახ­ლაც მონ­დო­მე­ბით ერ­თვე­ბი­ან გა­თა­მა­შე­ბა­ში.“-ია ნა­დი­რაშ­ვი­ლი, „მაგ­ნი­ტის“ აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი.

„მაგ­ნი­ტის“ ყვე­ლა ფი­ლი­ალ­ში, ყო­ვე­ლი 10 ლა­რის შე­ნა­ძენ­ზე, მომ­ხმა­რე­ბე­ლი გა­თა­მა­შე­ბის 1 ბი­ლეთს იღებს. ბი­ლე­თი შედ­გე­ბა ორი ნა­წი­ლის­გან. შე­და­რე­ბით მცი­რე ზო­მის ნა­წილ­ზე, მომ­ხმა­რე­ბელ­მა გარ­კვე­ვით უნდა მი­უ­თი­თოს სა­ხე­ლი, გვა­რი და ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი, მო­ხი­ოს და ჩა­აგ­დოს „მაგ­ნი­ტის“ ფი­ლი­ა­ლებ­ში გან­თავ­სე­ბულ სპე­ცი­ა­ლურ ყუთ­ში, ბი­ლე­თის მე­ო­რე, დიდი ზო­მის ნა­წი­ლი კი – შე­ი­ნა­ხოს.

„მაგ­ნი­ტში“ სა­ი­უ­ბი­ლეო გრან­დი­ო­ზუ­ლი გა­თა­მა­შე­ბა გა­თა­მა­შე­ბა 7 იან­ვარს და­ი­წყო და 7 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­დე­ბა. „მაგ­ნი­ტის“ მომ­ხმა­რებ­ლებს თვე­ში 7 პრი­ზი­დან ერთ-ერ­თის მო­გე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ. ყო­ველ თვე თა­მაშ­დე­ბა:

  • “მაგ­ნი­ტის” 1000 ლა­რი­ა­ნი ვა­უ­ჩე­რი;
  • iPad Air;
  • PlayStation 5;
  • iPhone 13 Pro Max;
  • MacBook Air;
  • 2 კა­ცი­ა­ნი საგ­ზუ­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში 7 დღე;
  • და სუ­პერ პრი­ზი: 100,000 ლარი.

გა­თა­მა­შე­ბა ყო­ვე­ლი თვის 7 რი­ცხვში, 18:30 სა­ათ­ზე ტე­ლე­კომ­პა­ნია „ფორ­მუ­ლას“ პირ­და­პირ ეთერ­ში გა­ი­მარ­თე­ბა, სა­დაც კვლავ 7 გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გა­მოვ­ლინ­დე­ბა. გა­თა­მა­შე­ბის პირ­და­პირ ეთე­რის ყუ­რე­ბა „მაგ­ნი­ტის“ ოფი­ცი­ა­ლურ ფე­ის­ბუქ გვერ­დზე­ცაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. გა­თა­მა­შე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს დო­ლუ­რა­დან ბი­ლე­თე­ბის შემ­თხვე­ვით ამო­ღე­ბის პრინ­ცი­პით.

პრი­ზის მი­სა­ღე­ბად, აუ­ცი­ლე­ბე­ლია მო­გე­ბი­დან 30 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, ბი­ლე­თის მფლო­ბელ­მა წარ­მო­ად­გი­ნოს პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი მოწ­მო­ბა და გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ბი­ლე­თის მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი, ამის შემ­დეგ არა­უგ­ვი­ა­ნეს 6 დღი­სა გა­მარ­ჯვე­ბულს კუთ­ვნი­ლი პრი­ზი გა­და­ე­ცე­მა.

სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბის ქსე­ლი “მაგ­ნი­ტი” 2015 წლი­დან ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს. „მაგ­ნი­ტი“ სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა რე­გი­ონ­შია წარ­მოდ­გე­ნი­ლი და მომ­ხმა­რებ­ლებს მუ­დამ სა­ინ­ტე­რე­სო და ინო­ვა­ცი­ურ პრო­ექ­ტებს სთა­ვა­ზობს. ამ დრო­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით „მაგ­ნიტს“ 300 ფი­ლი­ა­ლი აქვს და 4500-ზე მეტი თა­ნამ­შრო­მე­ლი ჰყავს და­საქ­მე­ბუ­ლი.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *