სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტის“ რიგით მესამე გათამაშება გაიმართა, სადაც გათამაშების 7 გამარჯვებულს სოლიდური პრიზები გადაეცათ. გასულ თვეებში გათამაშების 14 გამარჯვებული უკვე გამოვლინდა და გამარჯვებულებს კუთვნილი საჩუქრები გადაეცათ.
მესამე გათამაშების მთავარი პრიზის 100 000 ლარის მფლობელი მეორე კურსის სტუდენტი გვანცა აჩელიშვილი გახდა, ქალაქ ხაშურიდან. გვანცა თბილისში ბინის დაქირავებას საცხოვრებლად გადმოსვლას გეგმავდა:
„არ მეგონა თუ რაიმე ასეთი მოხდებოდა ჩემს ცხოვრებაში და იმას განსაკუთრებით ვერ წარმოვიდგენდი თუ მთავარი პრიზის გამარჯვებული გავხდებოდი. ეს ძალიან დიდი სიხარული იყო რა თქმა უნდა. მოგებული თანხის გამოყენებას თბილისში ბინის შესაძენად ვაპირებ, ოჯახთან ერთად ვიცხოვრებ“- გვანცა აჩელიშვილი, მთავარი პრიზის მფლობელი.
მესამე გათამაშების დაჯილდოების ღონისძიება, ქალაქ თბილისში „მაგნიტი მაქსის“ მიმდებარედ გაიმართა, სადაც კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ია ნადირაშვილმა გამარჯვებულებს კიდევ ერთხელ მიულოცა და გადასცა კუთვნილი პრიზები.
„კომპანიის ერთ-ერთი პრიორიტეტი მომხმარებლებზე ზრუნვაა. ეს გამოიხატება როგორც საუკეთესო შეთავაზებებით და მომსახურების ხარისხის განვითარებით, ასევე იმ ინოვაციური პროექტებით, რომელსაც „მაგნიტი“ მოსახლეობის წასახალისებლად ახორციელებს. მომხმარებლები როგორც გასულ წლებში, ახლაც მონდომებით ერთვებიან გათამაშებაში.“-ია ნადირაშვილი, „მაგნიტის“ აღმასრულებელი დირექტორი.
„მაგნიტის“ ყველა ფილიალში, ყოველი 10 ლარის შენაძენზე, მომხმარებელი გათამაშების 1 ბილეთს იღებს. ბილეთი შედგება ორი ნაწილისგან. შედარებით მცირე ზომის ნაწილზე, მომხმარებელმა გარკვევით უნდა მიუთითოს სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი, მოხიოს და ჩააგდოს „მაგნიტის“ ფილიალებში განთავსებულ სპეციალურ ყუთში, ბილეთის მეორე, დიდი ზომის ნაწილი კი – შეინახოს.
„მაგნიტში“ საიუბილეო გრანდიოზული გათამაშება გათამაშება 7 იანვარს დაიწყო და 7 თვის განმავლობაში გაგრძელდება. „მაგნიტის“ მომხმარებლებს თვეში 7 პრიზიდან ერთ-ერთის მოგების შესაძლებლობა აქვთ. ყოველ თვე თამაშდება:
- “მაგნიტის” 1000 ლარიანი ვაუჩერი;
- iPad Air;
- PlayStation 5;
- iPhone 13 Pro Max;
- MacBook Air;
- 2 კაციანი საგზური საქართველოში 7 დღე;
- და სუპერ პრიზი: 100,000 ლარი.
გათამაშება ყოველი თვის 7 რიცხვში, 18:30 საათზე ტელეკომპანია „ფორმულას“ პირდაპირ ეთერში გაიმართება, სადაც კვლავ 7 გამარჯვებული გამოვლინდება. გათამაშების პირდაპირ ეთერის ყურება „მაგნიტის“ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზეცაა შესაძლებელი. გათამაშება მიმდინარეობს დოლურადან ბილეთების შემთხვევით ამოღების პრინციპით.
პრიზის მისაღებად, აუცილებელია მოგებიდან 30 დღის განმავლობაში, ბილეთის მფლობელმა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და გამარჯვებული ბილეთის მეორე ნახევარი, ამის შემდეგ არაუგვიანეს 6 დღისა გამარჯვებულს კუთვნილი პრიზი გადაეცემა.
სუპერმარკეტების ქსელი “მაგნიტი” 2015 წლიდან ფუნქციონირებს. „მაგნიტი“ საქართველოს ყველა რეგიონშია წარმოდგენილი და მომხმარებლებს მუდამ საინტერესო და ინოვაციურ პროექტებს სთავაზობს. ამ დროის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით „მაგნიტს“ 300 ფილიალი აქვს და 4500-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული.