ახალი ინფორმაცია ვლადიმერ პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

ახალი ინფორმაცია ვლადიმერ პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

გამოცემა UNIAN ჟურნალისტური გამოძიების შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, სამედიცინო წრეებში სულ უფრო ხშირად განიხილავენ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

როგორც რუსული საგამოძიებო გამომცემლობა Проект წერს, პუტინს, რომელსაც ოქტომბერში 70 წელი შეუსრულდება, პერსონალური ექიმების დიდი ჯგუფი ახვევია თავს, მათ შორის, ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ქირურგი.

“სამედიცინო წრეებში მართლაც აქტიურად საუბრობენ პრეზიდენტის ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ. განსაკუთრებით, გასული წლის შემოდგომიდან, როდესაც პუტინი განსაკუთრებით საეჭვოდ იქეოდა. მან უეცრად განაცხადა, რომ იზოლაციაში გადადიოდა, რადგან მის ირგვლივ კორონავირუსით დაავადებული ბევრი ადამიანი იყო. ეს ამბავი მისი გარემოცვისთვისაც სიურპრიზი აღმოჩნდა. უცნობია, ჩაუტარდა თუ არა ამ დროის განმავლობაში მას რაიმე ტიპის სამედიცინო მანიპულაცია, თუმცა, ამის შემდეგ მან დისტანციის დაცვით დაიწყო ადამიანებთან ურთიერთობა – ოფიციალურ შეხვედრებზე გრძელი მაგიდის თავში იჯდა, მისი სტუმრები კი მაგიდის ბოლოში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აქამდე თუ პუტინი ადამიანებს გატანითი მნიშვნელობით შორდებოდა, ახლა ამის გაკეთება პირდაპირი მნიშვნელობითაც დაიწყო”, – წერს გამოცემა.

სად მკურნალობს პუტინი?

Проект-ის წყაროების ცნობით, ვლადიმერ პუტინი მოსკოვის დასავლეთით, ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს (ЦКБ) ხშირი სტუმარი იყო, თუმცა, შემდეგ ექიმებმა თავად დაიწყეს მის რეზიდენციასა თუ იმ ადგილებში ჩაფრენა, რომლებსაც პუტინი მოგზაურობისას სტუმრობს.

“იქ მისულს საავადმყოფოს ხელმძღვანელობა ხვდებოდა, შემდეგ კი ის პირადი ექიმების ხელში გადადიოდა. ერთ-ერთი მათგანი დიდი ხნის განმავლობაში იყო დმიტრი ვერბოვოი, რომელიც, წესით, რეანიმატოლოგი უნდა იყოს. როგორც ჩანს, ის კარგად მკურნალობდა პუტინს, რადგან ამ უკანასკნელმა რუსეთის დამსახურებული ექიმის წოდება მიანიჭა”, – წერია ჟურნალისტურ მასალაში.

ვინ მკურნალობს პუტინს?

ჟურნალისტებმა გაიგეს, რომ 2016-2017 წლებში პუტინს სოჭში რეგულარულად ახლდა საშუალოდ ხუთი ექიმი. მათ შორის ალექსეი შენგოვი და ინფექციონისტი იაროსლავ პროტაშენკო, ასევე, პირველად დახმარების ექიმი, სერგეი სნეჟკო.

“პერიოდულად, პუტინის გარშემო მყოფი ექიმების რაოდენობა დრამატულად იზრდება. სულ მცირე ორ შემთხვევაში, Проект-ს მტკიცებით ფორმაში შეუშლია იმის თქმა, რომ პუტინს ოპერაცია ჩაუტარდა, ანაც, ძალიან სერიოზული პროცედურა ზურგის არეში. ვერბოვი ხელმძღვანელობით, პურინის ექიმების ჯგუფის შემადგენლობაში შედიან ნეიროქირურგები ოლეგ მიშკინი, ელენა რასტრუსინა, უფროსი მედდა ლუდმილა კადენკოვა და რეაბიატოლოგი მიხაილ ციკუნოვი”, – წერს გამოცემა.

აქვს თუ არა პუტინს კიბო?

როგორც Проект წერს, 2019 წელს პუტინი ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან ერთად სათხილამურო კურორტ ლაურას სტუმრობდა. ამავე პერიოდში, სასტუმრო Поляна 1389 Отель и Спа-ში ნევროლოგი, დერმატოვენეროლოგი, ქირურგი და ორი რეანიმატოლოგი ცხოვრობდა.

“ექიმების ეს შემადგენლობა ძალიან სპეციფიკურია. მაგალითად, შეგლოვმა ოთხი წლის განმავლობაში პუტინს სოჭში 59-ჯერ ჩააკითხა და მის გვერდით 282 დღე გაატარა. სელივანოვმა ის 35-ჯერ მოინახულა და მის გვერდით 166 დღის განმავლობაში იყო. როგორც ჩანს, პუტინისთვის ამ ორი ექიმის გვერდით ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია. სელინოვი ონკოლოგიური მიმართულებაზეა სპეციალიზებული და დისერტაცია აქვს დაწერილი ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მქონე ხანშიშესული პაციენტების ქირურგიული მკურნალობის თემაზე. შეგლოვი, მისივე დისერტაციის მიხედვით, აგრეთვე ქირურგია”, – წერს გამოცემა.

Проект იმასაც აღნიშნავს, რომ ვლადიმერ პუტინი დიდ ინტერესს ამჟღავნებს ფარისებრი ჯირკვლის კიბოს პრობლემის მიმართ.

“2020 წლის ივლისში ის ენდოკრინოლოოგიის ეროვნული სამედიცინო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელს, ივან დედოვს შეხვდა. მან პრეზიდენტს ამ დაავადების სამკურნალო ახალი ჰორმონალური პრეპარატის, ტიროჟინის შესახებ მოუყვა, რაზეც მან ინტერესით ჰკითხა – “განკურნების ალბათობა 95-98 პროცენტია?”, – წერს Проект.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *