არ მინდოდა, თავი გამოყენებულად მეგრძნო და უარს ვამბობდი ამბავი, რომელიც 25 წლის თეონას გადახდა, ბევრისთვის დაუჯერებელია, მაგრამ მგონი დროა, თვალი გავუსწოროთ რეალობას და ვაღიაროთ, რომ საქართველოშიც შეიძლება ისეთი რაღაცები მოხდეს, რასაც ხშირად ვერც კი წარმოიდგენ.
- არ ვარ განსაკუთრებული გარეგნობის და არც რამე საოცარი ნიჭით გამოვირჩევი, მაგრამ მგონი, მეც მაქვს სიყვარულის უფლება. დასავლეთის ერთ-ერთ რაიონში დავიბადე და ისე გავიზარდე, რომ თაყვანისმცემელი არ მყოლია. ოჯახში სამი და ვიზრდებოდით და ყველაზე დაჩაგრული მე აღმოვჩნდი, რადგან ჩემი დები
16 და 18 წლის ასაკში მოიტაცეს და საკმაოდ კარგად გათხოვდნენ. ოც წელს რომ გადავაბიჯე, დედაჩემი ახლობლებს ეხვეწებოდა, ჩემთვის ვინმე გაერიგებინათ, მაგრამ ყველა ისეთი გამოჩნდა, რომელსაც ბინა არ ჰქონდა და ჩემთან უნდოდა საცხოვრებლად გადმოსვლა. არ მინდოდა, თავი გამოყენებულად მეგრძნო და უარს ვამბობდი. - და ასე გახდი 25 წლის…
- დიახ, ბოლოს ამაზე ფიქრს თავი დავანებე, კერვა ვისწავლე და შეკვეთებს სახლში ვიღებდი. ერთ წელიწადში იმდენი ფული შევაგროვე, რომ ჩემთვის კომპიუტერი მეყიდა. ახალი სამყარო აღმოვაჩინე, რომელიც თურმე ჩემ ირგვლივ ყოფილა და არ ვიცოდი. მთელი დღეების განმავლობაში ვკერავდი ან კომპიუტერზე ვთამაშობდი, შემდეგ ესეც მომბეზრდა და გასაცნობ საიტებზე დავრეგისტრირდი. ჩემ მეზობლად ერთი გოგონა ცხოვრობდა, რომელიც სტუდენტი იყო, თბილისში სწავლობდა. შაბათ-კვირას და არდადეგებზე ჩამოსული სულ ჩემს კომპიუტერთან იჯდა. მან დამარეგისტრირა პირველად ”ფეისბუქზე”.
- დარწმუნებული ვარ, გახალისდებოდი.
- რა თქმა უნდა, ცხოვრება ერთ კვირაში შეიცვალა, სპეციალურად ვიღებდი ლამაზ სურათებს და ჩემს გვერდზე ვაქვეყნებდი. ბევრი მამაკაცი მწერდა, მაგრამ მე მხოლოდ ერთმა დამაინტერესა. ცოტა უცნაური გარეგნობა ჰქონდა, უცხოელს ჰგავდა. გელათი გამეცნო და მთელი დღის განმავლობაში უამრავ სასიყვარულო ტექსტს მწერდა. ვირტუალური ნაცნობობა სამ თვეს გაგრძელდა და ბოლოს შეხვედრა მთხოვა. ის თბილისში ცხოვრობდა, მე P- რეგიონში. მითხრა, რომ ჩემს ქალაქში ჩამოვიდოდა, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, ჩემს პატარა პროვინციულ ქალაქში ვიღაც აუცილებლად დამინახავდა და ვუთხარი, რომ მე ჩავიდოდი თბილისში.
- რას გპირდებოდა შეხვედრისას, ელოდი, რომ ცოლობას გთხოვდა?
- ვაღიარებ, რომ ფიზიკურ ურთიერთობაზე ვირტუალურად დავთანხმდი და რომ გაიგო, თბილისში მის სანახავად ჩავდიოდი, მითხრა, რომ მარტო ცხოვრობდა, სახლში მიმიყვანდა და ორ დღეს ერთად გავატარებდით. მშობლებს ვუთხარი, რომ თბილისში ნაჭრების საყიდლად მივდიოდი, რადგან განსაკუთრებული შეკვეთა მქონდა და მხოლოდ იქ იყიდებოდა. სადგურზე მანქანით გელა დამხვდა და ხელში ამიტაცა. სახეზე გაპრიალებული კანი ჰქონდა, უცნაური ვარცხნილობა და რაღაცნაირად დადიოდა. სახლში მიმიყვანა, უკვე ვნანობდი, რომ მასთან შეხვედრას დავთანხმდი, რადგან გული ცუდს მიგრძნობდა. ძალიან მშიოდა, გელამ კარგი სუფრა გაშალა, თან მუდმივად მკოცნიდა და მეუბნებოდა, რომ ჩემი სახით ოცნების ქალი იპოვა. ჩემი გაოცებული სახე უნდა გენახათ, როცა გამომიტყდა, რომ თავადაც ქალი იყო, ოღონდ კაცური მანერებით. ბავშვობიდან ასე იყო და სხვანაირად ცხოვრება არ შეეძლო. ახლა ერთ-ერთ უცხოურ კომპანიაში მუშაობდა, ბევრი ფული ჰქონდა და მითხრა, თბილისში ღიად პარტნიორის პოვნა მიჭირს და ჩემთან გადმოდი საცხოვრებლადო. ძალიან შემეშინდა, ტირილი დავიწყე. კარგა ხანს მამშვიდებდა, გულში მიხუტებდა და მეუბნებოდა, რომ სანამ არ მივეჩვეოდი, ხელს არ დამაკარებდა. ორი დღე ვიცხოვრეთ ერთად და გამოგიტყდებით, რომ უკვე მენატრება. მშობლიურ ქალაქში დაბრუნებული ვფიქრობ, იქნებ ღირს, ლალის დავუბრუნდე, ქალს, რომელიც გელათი გამეცნო. არ ვიცი, რა სჯობს, კაცი, რომელსაც შენი ბინა უნდა თუ ქალი, რომელიც მთელი ცხოვრება შენზე იზრუნებს.
Post Views: 1,764