ადამიანის ენერგეტიკა ფაქიზი სტრუქტურაა, რომელიც გამუდმებით მოითხოვს გამოკვებას. თუ ადამიანის ბიოველზე რაიმე დამანგრევლად მოქმედებს, ეს მას არა მარტო სასიცოცხლო ენერგიას ართმევს, არამედ წარმატებასაც უბლოკავს.
ამიტომ, აუცილებელია, საშიშროების წყაროები თავიდან მოიშოროთ და სახლიდან ყველა ის ნივთი გადააგდოთ, რაც თქვენზე ნაგატიურ გავლენას ახდენს.
თუ ადამიანს სუსტი ენერგეტიკა აქვს, შესაბამისად, სამყაროც სუსტადაა მასთან დაკავშირებული. ამიტომ, ასეთ ადამიანებს წარმატება იშვითად სტუმრობს. გარდა ამისა, ქვეითდება როგორც ფიზიკური, ისე ემოციური იმუნიტეტი. ამ დროს კი ემოციური დაცვა აუცილებელია იმ ნეგატიურ განწყობასთან ბრძოლისთვის, რომელიც ხელს უშლის ადამიანს სასურველის მიღწევაში. დასუსტებული აურის გამო, ადამიანს ეწყება დაღმავალი პერიოდი, უტევს დეპრესია, არის მუდმივად გადაღლილი, ცუდ გუნებაზე და ვარდება აპათიაში.
ასევე, არსებობს კიდევ ერთი საფრთხე, რომელიც სასიცოცხლო ენერგეტიკის ნაკლებობას ახლავს – ეს გათვალვის საშიშროებაა. როცა ენერგეტიკული ფარი სუსტია, მტრები და ავი თვალის ადამიანები, იოლად ახერხებენ გათვალვას. აუცილებელია, იცოდეთ, რა გაცლით სასიცოცხლო ენერგიას ან იწვევს გათვალვას, წარუმატებლობას და რომელი ნივთები უნდა მოიშოროთ სახლიდან, რომ ყოველივე ზემოთქმულს თავი დააღწიოთ.
მაშ ასე:
* ძველი ავეჯი, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი – ზოგადად, ძველმანები მთელ თქვენს საცხოვრებელს აბინძურებს და სახლში ცირკულირებას იწყებს ნეგატიური ენერგია, რომელიც მისი ყველა ბინადრის პოზიტიურ საწყისს ანადგურებს. ასე რომ, რაც მეტია სახლში ძველი ნივთი, მით მეტად ავადმყოფობენ ადამიანები და ხშირადაც ჩხუბობენ;
* გაბზარული და დამტვრეული ჭურჭელი – არავითარ შემთხვევაში არ შეინახოთ გაბზარული და დამტვრეული თეფშები თუ ჭიქები, და მით უმეტეს, არ მიირთვათ იქიდან. ეს ძალიან საშიშია, ვინაიდან, სწორედ ჭურჭლიდან ვიღებთ საკვებს და სითხეს და შესაბამისად, ვივსებთ სასიცოცხლო ძალებს. ჭურჭელი აუცილებლად უნდა იყოს ახალი, სუფთა და სასიამოვნო.
* შელახული სარკე – ხშირად გაწმინდეთ სარკე ძმრიანი წყლით, ამით თქვენ მოშლით ცუდი ენერგეტიკის “ბუდეს”. თუ ის შელახულია, გაბზარული ან ფერშეცვლილი, აუცილებლად გაიტანეთ სახლიდან და გადააგდეთ.
* სხვისი ნივთები – ზოგადად, არ ვარგა სახლში სხვისი ნივთების შენახვა. ეს საშიშიც კი ხდება, რადგან მისი მფლობელის ენერგეტიკა თქვენს სახლში იწყებს ტრიალს. ამიტომ, დროულად დაუბრუნეთ ისინი პატრონს.
* ფოტო – საწარაფოდ წაშალეთ ტელეფონიდან, ლეპტოპიდან თუ კომპიუტერიდან იმ ადამიანის ფოტოსურათი, რომელიც აღარ არის თქვენს ცხოვრებაში ან არ გსიამოვნებთ მისი ნახვა, რადგან თქვენთვის უსიამოვნო ადამიანების ფოტოები, დესტრუქციულ ენერგეტიკას ასხივებს. როცა ესა თუ ის ადამიანი არ მოგწონთ, ის ავტომატურად იქცევა ხელისშემშლელად თქვენს ცხოვრებაში, ფოტოდანაც კი.
* დამჭკნარი ყვავილები – როდესაც თაიგული პირვანდელ სახეს კარგავს, იწყებს ცუდი განწყობის, ჩხუბის, პრობლემებისა და წარუმატებლობის მიზიდვას. ის ცუდ ენერგეტიკას უყრის თავს და შემდეგ მთელს სახლში “ასხივებს”. ამიტომ, როგორც კი ყვავილი ჭკნობას დაიწყებს, სასაწრაფოდ მოაშორეთ საცხოვრებლიდან, გაიტანეთ გარეთ და ურნაში გადააგდეთ.
ასე რომ, კარგად მიმოიხედეთ საცხოვრებელ ბინაში და ყველა საგანი და ნივთი, რაც გაღიზიანებთ, ცუდ განწყობაზე გაყენებთ, ნაღველს გგვრით ან ნეგატიურ მოგონებებს აღძრავს, სასწრაფოდ მოიცილეთ თავიდან – აუცილებლად გაიტანეთ თქვენი ბინიდან. ასეთი ნივთები გადასაყრელად არ უნდა დაგენანოთ.
წყარო: itar.ge