გარდაცვალებამდე საათებით ადრე ჩაწერილი ვიდეო – რას ამბობდა პიანისტი ლექსო თორაძე ბოლო მიმართვაში ?

გარდაცვალებამდე საათებით ადრე ჩაწერილი ვიდეო – რას ამბობდა პიანისტი ლექსო თორაძე ბოლო მიმართვაში ?

69 წლის პიანისტი ლექსო თორაძე გარდაიცვალა. მუსიკოსი აშშ-ში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

 როგორც „პრაიმტაიმისთვის“ გახდა ცნობილი, ლექსო თორაძეს, ორი კვირის წინ, კონცერტი ჰქონდა, სადაც ცუდად გახდა, თუმცა, დაკვრა არ შეწყვიტა. კონცერტის დასრულების შემდეგ, ის კლინიკაში გადაიყვანეს.

კლინიკიდან მუსიკოსმა სოციალურ ქსელში ვიდეო ატვირთა.

„შეუძლოდ გავხდი და კლინიკაში გამიყვანეს, სუსტად ვგრძნობდი თავს, გულის და ფილტვების გამოკვლევებს მიტარებენ. იმედია, მალე გამოვჯანმრთელდები. მადლობა  ექიმებს და ჩემი ორკესტრის წევრებს. ყველას გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!…“ამბობს თორაძე.

იხ. ვიდეო https://primetime.ge/news/kultura/video-gardatsvalebamde-ramdenime-dghit-adre-chatserili-leqso-toradzis-video-ras-ambobda-pianisti-bolo-mimartvashi

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *