„დიდი ხანია არაფერი დამიწერია მაგრამ ვთვლი რომ აუცილებლად უნდა ითქვას და შესაბამისად უნდა გავაფრთხილო ახალგაზრდები” – ქართველი ექიმი საგანგაშო განცხადებას აკეთებს

„დიდი ხანია არაფერი დამიწერია მაგრამ ვთვლი რომ აუცილებლად უნდა ითქვას და შესაბამისად უნდა გავაფრთხილო ახალგაზრდები” – ქართველი ექიმი საგანგაშო განცხადებას აკეთებს

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ექიმი ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოს ბაზარზე გამოჩნდა ისეთი ნარკოტიკები რომელიც არ იყო დამახასიათებელი ჩვენი ქვეყნისთვის და დამახასიათებელია რუსეთისთვის და მათი ელიტისთვის და მათი მოხმარება ქართველ მომხმარებლებს უქმნის ძაან დიდ პრობლემებს.

„დიდი ხანია არაფერი დამიწერია მაგრამ ვთვლი რომ აუცილებლად უნდა ითქვას და შესაბამისად უნდა გავაფრთხილო ახალგაზრდები იმ საფრთხეების შესახებ რაც არ არის გამორიცხული, რომ დადგეს! თან ზაფხული ახლოვდება და დიდი მიგრაცია არის ქვეყანაში.

ყველა ომს მოაქვს ნარკოტიკი და მისი ჭარბი მოხმარება ეს დაუწერელი კანონია. მასე მოხდა ჩვენთან მასე მოხდება უკრაინაში და შემდგომი პერიოდიც. მაგ მხრივ იქნება მაგ ქვეყნისთვის ძაან რთული არც მანამდე ჰქონდათ კარგი სიტუაცია მაგრამ ახლა აუცილებლად დიდი აფეთქება იქნება! ჩვენც ჩართულები ვართ ამ ომში იდეურად ,პროპაგანდისტულად, რეალურად ირიბად თუ პირდაპირ ეს ჩვენ რეგიონში ხდება და ჩვენზე დიდ ზეგავლენას ახდენს, ის რომ საომარი მოქმედებები არ არის ჩვენ ქვეყანაში ეს არაფერს დიდს არ ნიშნავს.

გარდა ამისა ძაან დიდი რაოდენობას ახალგაზრდები და უცხო ქვეყნის მოქალაქეები იმყოფებიან ჩვენ ტერიტორიაზე ამის დასტურია სოციალური ქსელები – ტიკ ტოკი, ინსტაგრამი და უბრალოდ ქუჩაში რასაც ვხედავთ, და კიდე უფრო მოემატება ვინაიდან ჯერ დასასრული არ ჩანს და კიდე უფრო გამძაფრდება სიტუაცია. შესაბამისად, გაიზრდება მიგრაციული პროცესები რაც თავისთავად მოახდენს ნარკოტიკების შემოდინებას ქვეყანაში და ეს არის დარქნეტის გააქტიურება და მისი როლი ახლა, და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემოდინება და გასაღება და ამას ცხადყოფს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრიფინგები ამ ბოლო პერიოდში და მომართვიანობის გაზრდა.

ასევე მინდა აღვნიშნო რომ ხარისხი ამ ნივთიერებების არის ძაან დაბალი და მათი ტოქსიურობა საკმაოდ მაღალი , ბაზარზე გამოჩნდა ისეთი ნარკოტიკები რომელიც არ იყო დამახასიათებელი ჩვენი ქვეყნისთვის და დამახასიათებელია რუსეთისთვის და მათი ელიტისთვის და მათი მოხმარება ქართველ მომხმარებლებს უქმნის ძაან დიდ პრობლემებს.

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მომატებულია საკმაოდ ალკოჰოლის მოხმარებაც რაც ასევე ჩვენ სტუმრებთან თუ რავი ლტოლვილებთან, თუ რაც ჰქვიათ, იმასთან არის დაკავშირებული და საკმაოდ პრობლემატურია! ამიტომ აუცილებლად გაუფრთხილდით საკუთარ თავს ნუ ენდობით უცნობ დილერებს და არ იყიდოთ თქვენთვის უცნობი ნივთიერებები, ვინაიდან როგორც ყოველთვის საღდება როგორც უვნებელი და აღმოჩნდება რომ არის უმძიმესი სინთეტიკური ნარკოტიკები, რომლების მოხმარებაც იწვევს საკმაოდ დიდ ზიანს და არის ზედოზირების მაღალი რისკი ასევე როგორც მწვავე ასევე ქრონიკული ზიანის განვითარების საშიშროება!

ასევე საღდება როგორც ელიტარული ნარკოტიკები და მოხმარება დახურული ივენთებზე და არის ახალი სინტეტური ნარკოტიკები რომლებიც მაღალი ლეტალობით ხასიათდება რაც იწვევს ქცევის მოშლას, ეიფორიას, შემდგომ ძილიანობას, ძლიერ ტკივილს გულმკერდის და თავის არეში, არის ინფარქტის და ინსულტის განვითარების მაღალი რისკი! თუ მაინც მოიხმარეთ ან თქვენ ან თქვენმა ახლობელმა და გაქვთ უსიამოვნო შეგრძნებები ან ხედავთ რომ თქვენ გვერდში მყოფს აქვს უცნაური ქცევა არაადეკვატურია ვერ ერქმევა დროში და სივრცეში, აუცილებლად მიმართეთ 112 და დაუყოვნებლივ გადაიყვანეთ სამედიცინო დეწესებულებაში!! გაუფრთხილდით საკუთარ თავს და თქვენი ახლობლების სიცოცხლეს!“, – წერს ზურა სიხარულიძე.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *