“მოქალაქეები ფულს დაზოგავენ” – სასიხარულო ინფორმაცია მედიკამენტებთან დაკავშირებით

“მოქალაქეები ფულს დაზოგავენ” – სასიხარულო ინფორმაცია მედიკამენტებთან დაკავშირებით

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების ჩამონათვალი გაიზარდა.

წამლების შეძენა 7 დიდ სააფთიაქო ქსელშია შესაძლებელი. იაფი მედიკამენტები „ფარმადეპო“-ს, „ავერსი“-ს, „PSP“-ს, „იმპექსი“-ს, „GPC”-ს, „ფარმსახლი“-ს და „დოიჩე აფთიაქი“-ს ქსელშია ხელმისაწვდომი.

„თურქეთიდან იმპორტირებული წამლები, მიმდინარე წლის მარტსა და აპრილში, 100 000-ზე მეტმა მომხმარებელმა შეიძინა, რითაც მოქალაქეებმა, საერთო ჯამში, 35 მილიონ ლარამდე დაზოგეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად, მედიკამენტების ფასი, საშუალოდ, 60-80%-ით შემცირდა.

თურქეთიდან იმპორტირებული წამლების ჩამონათვალი მოწოდებულია ფარმაცევტული სექტორის მიერ და განახლდება კომპანიებისგან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მედიკამენტების ჩამონათვალსა და აფთიაქებს, სადაც მათი შეძენა არის შესაძლებელი გაეცნობით ამ ბმულზე: https://www.moh.gov.ge/uploads/files/2022/13.05.22.pdf

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *