„თურქეთი ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე „დიახს“ ვერ იტყვის, ეს შეუძლებელია, ნუ ეწყინებათ“ – ეს განცხადება თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ეკუთვნის.
როგორც მან აღნიშნა, ფინეთი და შვედეთი PKK-ის ტერორისტებთან თანამშრომლობენ და ამიტომ, თურქეთი უარს ამ ქვეყნების NATO-ში გაწევრიანებაზე ამბობს.
„უპირველეს ყოვლისა, ჩვენ არ ვიტყვით დიახს NATO-ში გაწევრიანებაზე, უსაფრთხოების ორგანიზაციაში, მათთვის, ვინც თურქეთს სანქციებს უწესებს. ასე NATO უსაფრთხოების ორგანიზაცია ვეღარ იქნება.
ძალიან მკაფიოდ და გულწრფელად რაღაც უნდა ვთქვა – ამ ორივე ქვეყანას არ აქვს მკაფიო დამოკიდებულება ტერორისტული ორგანიზაციების მიმართ. შვედეთი არის ტერორისტული ორგანიზაციების ინკუბაციური ცენტრი. შეჰყავთ ტერორისტები თავიანთ პარლამენტში, აძლევენ მათ პლატფორმას, უგზავნიან სპეციალურ მოსაწვევებს და პარლამენტშიც კი ჰყავთ PKK-ის ტერორისტები.
ისინი (ფინეთისა და შვედეთის დელეგაციები) თურქეთში ორშაბათს ჩამოვლენ. ჩვენ დასარწმუნებლად მოვლენ, უკაცრავად, მათ ამის იმედი არ ჰქონდეთ“. – ამბობს ერდოღანი.