რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში პატარა ლუკას ვიდეო გავრცელდა, რომელსაც ბურთი აჩუქეს. როგორც ირკვევა, მას კიდევ ერთი ნატვრა აუხდება და ფეხბურთზე, FC Saburtalo-ში ივლის.
„როცა პატარა ლუკასთან მივედი და ჩემი მეგობრები პროდუქტებისთვის მიდი-მოდიოდნენ, მე და მისი ბებო ვიდექით მხოლოდ, მაშინ ვკითხე – თუ სურს ფეხბურთელობა, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამ ბავშვს ყველა შესაძლებლობა მიეცეს ფეხბურთის თამაშის – მეთქი. სურს-ო მიპასუხა. სრული 2 დღე ვარკვევდი, ვფიქრობდი რა და როგორ გამეკეთებინა, მინდოდა ამ ამბავს ბოლომდე გავყოლოდი და ეს მხოლოდ 1 ვიზიტი არ ყოფილიყო. მერე, წამიერად ერთი ძალიან მაგარი ბიჭი თავად გამოჩნდა და მითხრა, ყველაფერი იქნება, ჩემთვის ყველაზე მთავარი პატარების ბედნიერებააო.
რამდენიმე საათში FC Saburtalo-დან თანხმობა მივიღეთ. პატარა ლუკა საბურთალოში ივლის, საფეხბურთო უნარებს გამოიმუშავებს და ყველა საჭირო თვისებას უფასოდ შეიძენს. თავადაც საბურთალოზე ცხოვრობს, რაც ამ ფაქტს უფრო კომფორტულს ხდის.
მითხრა, არ მინდა ჩემი სახელი საჯაროდ გაჟღერდესო, მაგრამ მე მინდოდა, რომ ყველას სცოდნოდა. Giorgi Mamuchishvili გიო, სხვანაირი ვერ იქნება შაქარას საუკეთესო მეგობარი,“ – წერს სალო საგინაშვილი.