უახლოეს დღეებში საქართველოში გამოიდარებს და კვლავ დათბება. უახლოესი დღეების პროგნოზი სხვადასხვა ქალაქებში ასეთია:
თბილისი – ხვალ და ზეგ ღრუბლიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი, კვირა დღიდან კი უკვე დათბება და მზე იქნება.
ბათუმი – ხვალ და ზეგ წვიამებია გამოცხადებული ბათუმში. მზიანი ამინდები შაბათიდან იწყება.
ქუთაისი – 2 დღე წვიმებია მოსალოდნელი ქუთაისშიც. შაბათს ნაწილობრივ მზიანი, კვირას კი უკვე მზიანი დღეა.
რუსთავი – მომდევნო ორი დღე ღრუბლიანი და ქარიანი ამინდი იქნება, შაბათიდან გამოიდარებს.
ბოლნისში – იგივე ამინდს ელოდებიან აქაც. აქაც კვირას გამოიდარებს.
მცხეთა – შემდეგი სამი დღე ცუდი ამინდები იქნება მცხეთაშიც. კვირას მზიანი და თბილი ამინდია გამოცხადებული.
თელავი – სამი დღე წვიმები და ღრუბლიანი ამინდები იქნება, კვირას გამოიდარებს.
სიღნაღი – აქ განსხვავებული სიტუაციაა. კარგ და მზიან ამინდს ხვალიდანვე ელიან.
ზესტაფონი – იგივე სიტუაციაა ზესტაფონში, კვირას გამოიდარებს.
ასევე თითქმის ყველა დანარჩენ ქალაქში იგივე სიტუაციაა. კვირის ბოლოდან გამოიდარებს, მზე იქნება და დათბება.