დღეს ვაკიდან მოვდიოდი დიდუბის მიმართულებით, სამსახურიდან დამირეკეს და სასწრაფოდ გორში უნდა წავსულიყავი, სამწუხაროდ არ მქონდა ტაქსისთვის მისაცემი ფული და ამიტომაც დიდუბისკენ წასასვლელად ავტობუსი ვარჩიე და აი ასეთ ამბავს შევესწარი.
ისეთი რამე ვნახე და მოვისმინე რომ ეხლაც ვერ გამოვდივარ შოკიდან, მინდა მოგიყვეთ რომ ცოტა განვთავისუფლდე ამ ემოციებისგან.
ჩვეულებრივ ავტობუსით ვმგზავრობდი, ფეხზე ვიდექი და საკმაოდ ბევრი ხალხი იყო როგორც ყოველთვის. უცბად ჩოჩქოლი ატყდა, სასწრაფოდ გააჩერეთ ავტობუსი ბავშვია ცუდადო, გავიხედე და ასე 19-20 წლის გოგონა ცუდად გახდა და ძირს დაეცა.
ხალხის მასა უცებ აქეთ გამოიწია ჩქარა ჰაერი მიეცით ბავშვსო, ამასობაში ავტობუსიც გაჩერდა და კარიც გაიღო. გოგონას სახეზე ფერი არ ედო და საშინლად ჩაწითლებული თვალები ჰქონდა. ხალხის საოცარმა რეაქციამ ამ ფაქტზე ძალიან გამახარა, არ დაიბნენ, მაშინვე გოგონა დასვევს სკამზე, ფეხები აუწიეს, სახეზე წყალი მოუსვეს და წყალი დაალევინეს. ავტობუსი იდგა გაჩერებაზე და არ იძვროდა, მე ისეთ ადგილას ვიყავი ავტობუსის ბოლოში რომ წინ ვერ წავიდოდი და ჩემი დახმარებაც არ იყო საჭირო, იქიდან გამომდინარე რომ თითქმის ყველა ადამიანი ვინც მასთან სიახლოვეში იყო ყველანაირად ცდილობდა მის დახმარებას.
გოგონა ცოტა ფერზე მოვიდა ჰაერის შემოსვლის და გაწეული დახმარების შემდეგ. ამის შემხედვარე ჩემი საქმე სულ გადამავიწყდა და ჩავედი ავტობუსიდან, ეს გოგონაც ჩამოიყვანეს და მოსაცდელზე წამოაწვინეს, თან ჰკითხეს რამე ხომ არ ჭირდა და გოგონას მონათხრობმა ყველა დაგვრთგუნა და დაგვაღონა.
ეს გოგონა აღმოჩნა სტუდენტი, რომელსაც მამა დაღუპული ჰყავდა და დედის ერთა იყო, მისი დედა საცხობში მუშაობს და ძალიან მცირე შემოსავალი ჰქონია, ამიტომ ძალიან გაჭირვებაში იზრდებოდა და ახლა დედის მცირე შემოსავალით არსებობდა, ჩააბარა უმაღლესში და იმის გამო რომ კარგად სწავლობდა უფასოზეც მოხვდა, მაგრამ უფასოზე სწავლასაც სჭირდება გარკვეული თანხა, რომელიც საკუთარ დედას ისედაც ცოტა ჰქონდა და საჭმელზე და კომონალურებზე ძლივს ჰყოფნიდათ. ამიტომაც გოგონა სადღეღამისო მაღაზიაში კონსულტანტად მუშაობს. სამსახურიდან, ღამენათევი და მშიერი წასულა უნივერსიტეტში სადაც 5 საათიანი ლექციები ჰქონდა და იმის გამო რომ არ ჰქონდა თანხა უნივერსიტეტის ბუფეტშიც ვერაფერი ჭამა, თან მზიანი დღე იყო, ღამენათევი, მშიერი, დაღლილი იდგა ავტობუსში და უჰაერობამ და ამ დაღლილობამ თავი იჩინა და ცუდად ამის გამო გახდა.
იქ მყოფმა ადამიანებმა, იქვე საცხობიდან წყალი და ხაჭაპური მოუტანეს, ყველა დახმარებას ცდილობდა, ალბათ 5-6 ადამიანი იქნებოდა და ერთერთმა მათგანმა ტაქსიც გააჩერა რათა გოგონა სახლამდე მიეყვანა, ამ ომენტში მე მათლა არაფრით შემეძლო დახმარება და თან გაამხსენდა რომ მაგვიანდებოდა, რომ ვნახე ამდენი ადამიანი ეხლმარებოდა წავედი სასწრაფოდ და თან სინდისის ქეჯნაც მაწუხებდა რომ არ გავიგე ვინ იყო და სად ცხოვრობდა.
ალბათ ამ ისტორიას იმოტომ ვყვები რომ გვიყვარდეს ადამიანები, დავეხმაროთ გაჭირვებულებს და პატარა წვლილი შევიტანოთ კეთილ საქმეში. ალბათ მაპატიებთ თუ შეცდომა დავუშვი რამე, მეც აღელვებული ვარ და თვალებზე ცრემლები მადგება ამ ისტორიის წერისას. – წერს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი.