პუტინი ტკივილებით იტანჯება – დაავადებების სია, რომელიც რუსეთის მმართველს აქვს

პუტინი ტკივილებით იტანჯება – დაავადებების სია, რომელიც რუსეთის მმართველს აქვს

69 წლის, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს სიმსივნე, პარკინსონის დაავადება და შიზოაფექტური აშლილობა აქვს.

უცხოური მედია წერს, რომ პუტინის ექიმები უახლოეს მომავალში ქირურგიული ოპერაციის ჩატარებას დაჟინებით ითხოვენ.

The Sun წერს, რომ პუტინის არყოფნის პერიოდში ქვეყანას უშიშროების საბჭოს მდივანი, ნიკოლაი პატრუშევი უხელმძღვანელებს.

მიიჩნევა, რომ სწორედ 70 წლის პატრუშევი დგას უკრაინაში რუსული არმიის სტრატეგიის უკან და მან დაარწმუნა პუტინი, რომ კიევი ნეონაცისტებით იყო სავსე.

რა დაავადება აქვს პუტინს?

The Sun-ი კრემლის ყოფილ მაღალჩინოსანს ციტირებს, რომელიც ამბობს, რომ პუტინმა კოლეგებთან ერთად სამედიცინო პროცედურები განიხილა. ოფიციალური პირის ვინაობა არ საჯაროვდება.

გავრცელებულ ჩანაწერში შეცვლილი ხმა ამბობს, რომ პუტინი გარკვეული დროით ქმედუუნარო იქნება და კრემლის ხელმძღვანელის ჯანმრთელობა შეიძლება, გაუარესდეს, რადგან მას კიბო აქვს, პარკინსონის დაავადება და შიზოაფექტური აშლილობა აწუხებს.

„იმ მცირე ხნით, სანამ პუტინი ქმედუუნარო იქნება, მოდით, წარმოვიდგინოთ 2-3 დღით, ქვეყნის რეალური მმართველობა პატრუშევზე გადადის. მე ვიტყვი, რომ ეს ყველაზე ცუდი ვარიანტია და მე დათქმას გავაკეთებ, რომ თუ მოულოდნელად პუტინს ჯანმრთელობის განსაკუთრებით მძიმე პრობლემები შეექმნა… ჩვენ კარგად ვიცით, რომ მას ონკოლოგია აქვს, ვიცით, რომ მას აქვს პარკინსონის დაავადება, ვიცით, რომ მას აქვს შიზოაფექტური აშლილობა. ამ ბევრზე ვისაუბრეთ არაერთხელ,” – ამბობს კრემლის ყოფილი მაღალჩინოსანი.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ონკოლოგიური დაავადება პროგრესირებს, გარკვეული პერიოდის განმავლობაში მისი შეკავება იყო შესაძლებელი.

“მაგრამ ახლა დაავადების მთელი ეს მიმდინარეობა პროგრესირებს და პროგნოზები არსებობს… არ მინდა, კიდევ ერთხელ გაგიზიაროთ პროგნოზები, რომ კიდევ ერთხელ არ დაგაიმედოთ”, – ნათქვამია ჩანაწერში.

ასევე, აღნიშნულია, რომ „პუტინის ექიმები დაჟინებით ამტკიცებენ, რომ მას უახლოეს მომავალში ოპერაცია ესაჭიროება. მიუხედავად იმისა, რომ პუტინს პრინციპში თანხმობა არ მიუცია და ოპერაციის თარიღი არ არის შეთანხმებული, მან იჩქარა და პატრუშევის თანხმობა მიიღო”.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *