აშშ სამხედრო გზით ჩარევისთვის მზადაა – ბაიდენი

აშშ სამხედრო გზით ჩარევისთვის მზადაა – ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით,  თუ ჩინეთი ტაივანში შეიჭრება, აშშ მზადაა სამხედრო გზით ჩარევისთვის. ამის შესახებ გამოცემა Associated Press-ი წერს.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ტაივანის დაცვის ტვირთი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ „კიდევ უფრო ძლიერია“.

მისივე თქმით, ჩინეთი, ტაივანთან დაკავშირებით საფრთხეს „ეფლირტავება“. 

„ისინი უკვე ეფლირტავებიან საფრთხეს ასე ახლოს ფრენებითა და ყველა განხორციელებული მანევრით“, – აღნიშნა ბაიდენმა.

ჯო ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ ჩინეთის შეკავება არის ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „დიდი ფასი გადაიხადოს უკრაინაში ჩადენილი ბარბაროსობისთვის“, რათა ჩინეთმა და სხვა ქვეყნებმა გაიგონ, რომ ასეთი ქმედება მისაღები არაა.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *