1 ივნისიდან, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 150 ლარამდე გაიზრდება. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ამ დროისთვის დახმარების ოდენობა 100 ლარია.მისივე განცხადებით, სიახლე 215 000-ზე მეტ ბავშვს შეეხება და აღნიშნული პროგრამისთვის ბიუჯეტში 341 მილიონი ლარი გამოიყოფა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, სოციალურად დაუცველი ადამიანების დახმარება მთავრობის პრიორიტეტია, ამიტომ სხვა პროგრამების განხორციელებაც იგეგმება.
Post Views: 1,383