პოლონეთში მცხორები 28 წლის როზეტა ყალიჩავა, სავარაუდოდ მეუღლემ ცივი იარაღით მოკლა. გარდაცვლილი ქალის ნათესავი ambebi.ge – სთან მომხდარის შესახებ ჰყვება.
“ჩემი მამიდაშვილი იყო… შოკში ვართ ყველანი. ქმარი სულ სცემდა თურმე და გაშორების უფლებასაც არ აძლევდა, ამიტომ მისმა ძმამ ოჯახით წაიყვანა პოლონეთში, იქნებ დალაგდეს სიტუაციაო. ერთად ცხოვრობდნენ როზეტა, მისი ძმა, მეუღლე და როზეტას სამი შვილი. როგორც ამბობენ, დანით მოუკლავს ეს გოგო და მერე თვითონაც დაუჭრია თავი. ახლა საავადმყოფოშიაო. ობლად დარჩა სამი შვილი. მეტი დეტალი არ ვიცი, ვარკვევთ ახლა.” – აცხადებს გარდაცვლილი ქალის მამიდაშვილი ნინო ყალიჩავა.
აღსანიშნავია, რომ როზეტა ყალიჩავს მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული უკანასკენლი პოსტი ქალთა მიმართ ძალადობის თემაზეა.