„გაუჭირდება, მაგრამ ენა უნდა დაიმოკლოს, ჭკვიანად იყვნენ, სანამ კარგად ვლაპარაკობთ“ – პაატა გულიაშვილი ლევან ბერძენიშვილს მიმართავს

„გაუჭირდება, მაგრამ ენა უნდა დაიმოკლოს, ჭკვიანად იყვნენ, სანამ კარგად ვლაპარაკობთ“ – პაატა გულიაშვილი ლევან ბერძენიშვილს მიმართავს

ერეკლე მეფის ლევან ბერძენიშვილისგან დასაცავად კახეთში აქცია გაიმართა.

საპროტესტო გამოსვლაზე მსახიობი პაატა გულიაშვილი იმყოფებოდა.

მისი თქმით, ბერძენიშვილმა ენა უნდა დაიმოკლოს.

„ჭკვიანად იყვნენ, სანამ კარგად ვლაპარაკობთ, კახელები და თელაველები განსაკუთრებით. ხსოვნა იყოს იმ დიდი მეფის და დავუდგეთ ყოველთვის გვერდით, რომ ასეთმა ვიგინდარებმა არ გაბედონ და მეორედ ასეთი სიტყვები არ წარმოთქვან, დიდება მეფეს“, – თქვა აქციაზე პაატა გულიაშვილმა.

ცნობისთვის, მწერალმა და პოლიტიკოსმა, ლევან ბერძენიშვილმა ერეკლე მე-2  გააკრიტიკა და რუსეთთან მოკავშირეობის გამო მის საქციელს მოღალატეობრივი უწოდა.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *