ვოლოდიმირ ზელენსკის მეუღლემ ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც ქვეყანაში ომი დაიწყო :
“ყველგან ბევრს საუბრობდნენ შესაძლო შემოჭრაზე, მაგრამ ბოლო წუთამდე არ გვჯეროდა, რომ ეს მოხდებოდა… 21-ე საუკუნეში? თანამედროვე სამყაროში ? გამეღვიძა დილის 4:00-დან 5:00 საათამდე პერიოდში. მაშინვე ვერ მივხვდი, რომ ეს აფეთქების ხმა იყო. ვერ გავიგე, რა შეიძლებოდა ყოფილიყო. ჩემი ქმარი საწოლში არ იწვა, მაგრამ როდესაც ავდექი, მაშინვე დავინახე, იდგა, უკვე ჩაცმული, ჩვეულებისამებრ პიჯაკში (და იმ დღეს უკანასკნელად ვნახე მე ის პიჯაკსა და თეთრ პერანგში – მას შემდეგ სამხედრო გახდა). “დაიწყო“, – სულ ეს იყო, რაც მან თქვა.”
Post Views: 1,317