ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ფეხბურთელმა ჟერარდ პიკემ შაკირას თავისი გუნდის, „ბარსელონას“ მოთამაშის დედასთან უღალატა. პიკეს პაბლო გავის დედასთან ურთიერთობის გამო სოციალურ ქსელებში აკრიტიკებენ.
გავი 18 წლის ესპანელი ფეხბურთელია, რომელიც პიკესთან ერთად ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში თამაშობს. გავრცელებული ინფორმაციით, ღალატის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ მან პიკეს „ინსტაგრამზე“ გამოწერა გაუუქმა.
შაკირა და პიკე ერთმანეთს 2010 წლიდან ხვდებიან. წყვილს ორი შვილი ჰყავს, თუმცა ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფებოდნენ. მათი სიყვარულის ისტორია ყველასთვის ცნობილია და უკვე ათწლეულებია ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ წყვილად ითვლებოდნენ.
Post Views: 2,736