თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
საუბრისას ერდოღანმა პუტინს სტამბოლში უკრაინა-გაერო-რუსეთის შეხვედრის გამართვა შესთავაზა.
„პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ თუ ორივე მხარე შეთანხმებას მიაღწევს, თურქეთი მზად არის შეასრულოს თავისი როლი და რუსეთის, უკრაინისა და გაეროს შეხვედრაზე სტამბოლში გამართოს.
საუბარში ერდოღანმა ხაზი გაუსვა ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობას, რომლებიც შეამცირებს ომის ნეგატიურ შედეგებს და გააძლიერებს ნდობას რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის საფუძვლების რაც შეიძლება მალე აღდგენით.
საუბარი ასევე შეეხო თურქეთისა და რუსეთის ორმხრივ ურთიერთობებს, სირიაში არსებულ ვითარებას“, – აღნიშნულია თურქული მხარის განცხადებაში.
Post Views: 1,479