“მეუღლეც გვერდით ახლდა” – ახალი დეტალები ნინოწმინდიდან, სადაც მეხის დაცემის შედეგად 35 წლის ქალი ადგილზევე დაიღუპა

“მეუღლეც გვერდით ახლდა” – ახალი დეტალები ნინოწმინდიდან, სადაც მეხის დაცემის შედეგად 35 წლის ქალი ადგილზევე დაიღუპა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორიაში ახალგაზრდა ქალი მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა.

ჭექა-ქუხილის დროს 35 წლამდე ქალი მეუღლესთან ერთად კარტოფილის ნაკვეთში იმყოფებოდა, რა დროსაც მეხი დაეცა და ადგილზე გარდაიცვალა.

1 ივნისს, ნინოწმინდაში ძლიერი სეტყვაც მოვიდა. დაისეტყვა სოფლები: ფოკა, განძა და საღამო. სეტყვა მუნიციპალიტეტში, დაახლოებით, 13:00 საათზე დაფიქსირდა.

როგორც რადიო “ნორი” იუწყება სტიქია დიდხანს გაგრძელდა და მიწა 2 სანტიმეტრამდე ნალექით დაიფარა.

ნინოწინდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ზარალის თაობაზე მოსახლეობას მათთვის არ მიუმართავს.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *