უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო რუსეთ-უკრაინის ომამდე გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და ომის 100 დღის ტკივილზე წერს.
ლიზას თქმით, ამ დროის განმავლობაში ყოველ დღე ელოდება მშვიდობას მის სახლში და მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას.
„ომის 100 დღე, ეს ის ტკივილია, რომელიც არასდროს დაგვავიწყდება. და რთული გასავლელია.
ჩვენ არასდროს ვიქნებით ისე, როგორც ომამდე ვიყავით.
ამ 100 დღეში იმდენი რამ იყო, რომ ძნელია 1%-იც კი ჩაატიო სიტყვებში.
მაგრამ ღირს კი ამად…
ყოველდღე ველოდები მშვიდობას ჩემს სახლში, უკრაინაში და მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას და ჯანმრთელობას.
ამ ყველაფრის გარეშე მზე არ არის იგივე და ცა არ არის იგივე.
უკრაინელები განიცდიან აგრესორის მიერ დაწყებულ საშინელ ტრაგედიას. და ამას ლოგიკური ახსნა არ აქვს. და არ არსებობს სხვა გამოსავალი, გარდა იმისა, რომ იბრძოლო მშვიდობისთვის და შენი მიწისთვის. გამძლეობა ჩვენ და მშვიდობა! 🙏