გუშინ სოც ქსელში ძალიან სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა. ახალგაზრდა ექიმი მეან-გინეკოლოგი გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ სამედიცინო დაწესებულებამ “ჰერა-2011” გაავრცელა.
38 წლის თამარ გოდუაძე, რომელიც ქუთაისში გაიზარდა, სამედიცინო დაწესებულება „ჰერა-2011-ის” თანამშრომელი იყო. ის სხვადასხვა პროფესიულ საქმიანობას ექვს კლინიკაში ეწეოდა.
“Tako Goduadze რამდენ ახალ სიცოცხლეს დაეხმარე ამ ქვეყნად მოვლენაში, შენ კი ასე უდროოდ წახვედი ამ ქვეყნიდან…
შენთან ერთად სამუშაო პროცესი ერთი დიდი ზეიმი იყო, ხალისი და ბედნიერება შეგქონდა ყველგან…რამხელა დანაკლისი ხარ ყველასთვის .. მშვიდობით მეგობარო” – დაწერა ახლობელმა.
როგორც მისი ახლობელი წერს, ექიმი მკერდის სიმსივნით დაიღუპა.
Post Views: 2,902