სოფო ნიჟარაძე საქართველოში მეგაპოპულარული მომღერალია. ის უკვე კარგა ხანია რაც ელის-მარიასთან ერთად საქართველოში დაბრუნდა. სოფო რამდენიმე ხნის წინ ვანოს შოუშიც იყო სტუმრად, სადაც პატარა ალისაზე ისაუბრა.“იყო ძალიან წყნარი და მშვიდი ბავშვი, ძალიან ცოტა ადამიანს ხედავდა და რომ ჩამოვედით, საქართველომ გააგიჟა.
ძალიან ცელქია, ჩხუბობს, მაგიდაზე დგება, რომ იქიდან გვაკონტროლოს, თითს გვიქნევს, დაჩაგრული ვყავართ, უფროსია ჩვენი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს (იცინის) ძალიან სწრაფად დადის. რომ ჩავიყვან ეზოში, სანამ პარკისკენ გავალთ, მოკიდებს სათამაშო ბავშვის ეტლს ხელს და გარბის, დაადებს თავს და სად მიდის არ იცის.
ძალიან უყვარს კუბიკებით თამაში. ააშენებს დაანგრევს, მერე თავიდან ააშენებს, ბოლოს ისეთი ხდება საღამოს სახლში, რომ ყველაფერი არეულია. როდესაც საახალწლო გადაცემას ვწერდით, ძალიან მეშინოდა, როგორ მოიქცეოდა… მართლაც თავისი ხასიათი გამოავლინა. ძალიან კომფორტულად გრძნობდა თავს და სულ არ უნდოდა იქიდან ჩასვლა. ყველაზე უფრო განათებულ ადგილზე დგებოდა…” – ამბობს სოფო ნიჟარაძე.