“თუ ივანიშვილის სანქცირებაზე გადის ევროპისკენ გზა, მაშინ ჩაიკეტოს – ეგეთი არც ევროპა გვინდა, არც ამერიკა… მარტო ლობიოზე რომ დავრჩეთ, არ ამოვწყდებით”

“თუ ივანიშვილის სანქცირებაზე გადის ევროპისკენ გზა, მაშინ ჩაიკეტოს – ეგეთი არც ევროპა გვინდა, არც ამერიკა… მარტო ლობიოზე რომ დავრჩეთ, არ ამოვწყდებით”

ერთ რაღაცას ვიტყვი, საჯიჯგნად ბიძინა ივანიშვილს არავის არ მივუგდებთ. ამის გულისთვის, ყველა ნახავთ, როგორ დადგება ყველა ერთად. – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ “იმედის” ეთერში.

„იმას რომ თავი დავანებოთ, რომ 3 მილიონი ინვესტიცია აქვს საქართველოში დახარჯული,  ამით კი გამოდის, რომ მთლიანად საქართველოს უწესებენ სანქციებს. ერთ რამეს ვიტყვი, საჯიჯგნად არავის მივუგდებთ ბიძინა ივანიშვილს – ყველა ნახავს, როგორ დადგება საქართველო ფეხზე და როგორი მტკიცე იქნება ჩვენი ერთობა. ეს რას ნიშნავს, ანუ, ამომრჩევლების უდიდესი ნაწილის წინააღმდეგ წავიდნენ ამ რეზოლუციით? პირობას ვიძლევით, მათ კიდევ არ იციან, რა არის საქართველო.

ჯერ კიდევ სულხან საბას დროიდან გვიკეთებენ ამას.  აწოწიალეს და მეთხუთმეტე კაცად მიიღეს, ასეთ სიტუაციას ქმნიან ახლაც. მაგრამ არ გამოუვათ, როგორ დადგება საქართველო ფეხზე, ანხავთ. მოვიდეს 23 და 24 რიცხვი და ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ.

თუ მაგაზე ივანიშვილის სანქცირებაზე გადის, ჩვენს ომის ჩათრევაზე გადის ევროპისკენ გზა, მაშინ ჩაიკეტოს… არ მინდა და არც არავის არ მოუნდება, დარწმუნებული ვარ… არც ეგეთი ევროპა გვინდა, არც ეგეთი ამერიკა გვინდა და არავინ არ გვინდა, მივხედავთ ჩვენს თავს, სულ მარტო ლობიოზე რომ დავრჩეთ, არ ამოვწყდებით” –  განაცხადა გია გაჩეჩილაძემ „იმედის“ ეთერში.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *