ახმეტის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
შემთხვევა სოფელ მატანთან გვიან ღამით მოხდა.
გარდაცვლილი 50 წლამდე გებიშ ხანგოშვილია, რომელიც პანკისის უხუცესთა საბჭოს წევრის ხასო ხანგოშვილის შვილია.
უბედურ შემთხვევას სოციალურ ქსელში ეხმაურება ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი და წერს:
“ამიერიდან შვილმკვდარი მამა იქნები ჩემო ძვირფასო ხასო ბიძია, ძალიან მიჭირს და ვწუხვარ, რომ ვაქვეყნებ ინფორმაციას გებიშა ხანგოშვილის Gebish Khangoshvili გარდაცვალების შესახებ. Meka Khangoshvili Tumi Dishni ვიზიარებ, ჩვენ ერთად ძმა დავკარგეთ,” – წერს მარიამ კუბლაშვილი.
Post Views: 1,524