მარიშკა ჯავახაძემ ქართულ „O.K.“-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა და ბევრ საკითხზე ისაუბრა, მათ შორის „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ წამოსვლაზეც. მსახიობი აღნიშნავს, რომ ბარბარე მანტკავას როლი ნამდვილად ჯანრმთელობის პრობლემის გამო მისცეს სხვას – ადამიანებს ძალიან უყვართ რაღაცების გამუქება. ეს ნამდვილად ჩემი ჯანმრთელობის პრობლემის გამო იყო. არც ორსულად ვარ და არც ვინმეს აუკრძალავს ჩემთვის სერიალში მონაწილეობა. ხუთშაბათს მქონდა გადაღება, ოთხშაბათს კი კიბეებზე დავგორდი. შესაბამისად, ჩემს რეაბილიტაციას დრო სჭირდებოდა, ამიტომ ვერ გავაგრძელებდი თამაშს გარკვეული პერიოდი. პასუხისმგებლობა კი არ მაძლევდა იმის უფლებას, რომ ჩემი მიზეზით სერიალი დაზარალებულიყო.
ყველამ, ვინც შექმნა სერიალი, მომცა შანსი, რომ ეს ეპიზოდი ყოფილიყო ფოიერვერკი ჩემს ცხოვრებაში. მე კი ვერასდროს ვეტყოდი მათ, დამელოდეთ-მეთქი. ამიტომ დავურეკე ქეთი დევდარიანს და ვუთხარი, რომ უნდა შეცვლილიყო ჩემი როლის შემსრულებელი“, აღნიშნავს ჟურნალთან ინტერვიუში მარიშკა ჯავახაძე.
ჟურნალისტი ინტერესდება, უკავშირდებოდა თუ არა მისი სერიალიდან წასვლა ცნობილ პროდიუსერსა და ტელეწამყვანს ნოე სულაბერიძეს, რადგან გავრცელდა ჭორი, რომ ისინი ერთად არიან და სწორედ ამიტომ დატოვა სერიალი მარიშკამ, რაზეც „ჩემი ცოლის დაქალების“ ყოფილმა სახემ უპასუხა:
„მე და ნოე სულაბერიძეს ერთი წლის წინ ნამდვილად გვქონდა ურთიერთობა და ერთმანეთი მოგვწონდა. ეს ყველაფერი აგვისტოში დამთავრდა. მას შემდეგ, ნოე მგონი, არც მინახავს. ჩვენი ურთიერთობა იმდენად სერიოზული არ იყო, რომ ჩემს როლზე უარი მეთქვა.
ისიც მინდა აღვნიშნო – ბუნებბით ძალიან ერთგული ადამიანი ვარ და ნურავინ იფიქრებს იმას, რომ სანამ მაყურებლისთვის ბარბარიკასთან ვასოცირდები, სხვა, კონკურენტ არხზე გამოვჩნდები“.
წყარო:ambavi.club