„ემიგრანტების იმედის“, შოთო სიხარულიძის ინფორმაციით, მომღერალი ირმა არავიაშვილი კლინიკაში გადაიყვანეს, ის ამ წუთებში რეანიმაციაში იმყოფება.
„დღეს მისი სტუდიის კონცერტზე ვიყავი ხორავას თეატრში მოსწავლეებთან ერთად გამართა ეს ყველაფერი. სცენაზე სანამ გავიდოდა, ორჯერ ვუთხარი, სასწრაფოს გამოვუძახებ მეთქი, არ იყო კარგად, თუმცა მაინც იმღერა და მოსწავლეებს საპატიო სიგელები გადასცა.. შოთო ბოლომდე უნდა ვიყო ბავშვების გვერდითო… წამყვანსაც, იოანე ქართველს ვუთხარი, რომ ცუდადაა თქო, როცა მოუხმო სცენაზე…
კონცერტის შემდეგ გონება დაკარგა და ძირს უსულოდ დაეცა…. ვერაფრით მოვიყვანეთ გონზე… ახლა რეანიმაციაში მოთავსებული…..
ილოცეთ, ლოცვა მთებს დაძრას“, – აცხადებს შოთო სიხარულიძე.
წყარო : Primetime.ge
Post Views: 1,455