სასიხარულო ინფორმაცია გვაქვს თქვენთვის – ნახეთ რა მაგარ ამბავს ავრცელებს ირაკლი ღარიბაშვილი

სასიხარულო ინფორმაცია გვაქვს თქვენთვის – ნახეთ რა მაგარ ამბავს ავრცელებს ირაკლი ღარიბაშვილი

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა იმ ჯგუ­ფის აქ­ცი­ო­ნე­რი ხდე­ბა, რო­მე­ლიც „ბორ­ჯო­მის“ ქარ­ხნის მე­პატ­რო­ნეა.

რო­გორც ღა­რი­ბაშ­ვილ­მა მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, ეს არის უსას­ყიდ­ლო გა­რი­გე­ბა.

“რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ, მე ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბას შევ­პირ­დი, რომ რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში, სა­სი­ა­მოვ­ნო ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­ვაც­ნობ­დი. დღეს მინ­და გაც­ნო­ბოთ, რომ ჩვენ წარ­მა­ტე­ბით და­ვას­რუ­ლეთ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი „ბორ­ჯო­მის“ აქ­ცი­ო­ნე­რებ­თან და ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა გახ­დე­ბა აქ­ცი­ო­ნე­რი იმ ჯგუ­ფის, რო­მე­ლიც არის „ბორ­ჯო­მის“ ქარ­ხნის მე­პატ­რო­ნე.

ეს არის უსას­ყიდ­ლო გა­რი­გე­ბა. ჩვენ უსას­ყიდ­ლოდ გად­მოგ­ვე­ცე­მა აქ­ცი­ე­ბი და ამის შემ­დეგ ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო გახ­დე­ბა „ბორ­ჯო­მის“ ქარ­ხნის, ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი სიმ­დიდ­რის, სი­ა­მა­ყის თა­ნამ­ფლო­ბე­ლი და ყვე­ლა ის პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც „ბორ­ჯომ­სა“ და მის თა­ნამ­შრომ­ლებს ჰქონ­დათ შექ­მნი­ლი ოპე­რი­რე­ბა­ში, მარ­თვა­სა და ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა­ში, იქ­ნე­ბა მოხ­სნი­ლი.

ჩვენ აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხი შე­ვა­თან­ხმეთ ჩვენს სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებ­თან, რე­გუ­ლა­ტო­რებ­თა­ნაც გვქონ­და კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში და მინ­და ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნო, რომ ეს გა­რი­გე­ბა გა­ფორმ­და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის ნორ­მე­ბის სრუ­ლი დაც­ვით. მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო­სა და იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს, რომ­ლებ­მაც აქ­ტი­უ­რად და ნა­ყო­ფი­ე­რად იმუ­შა­ვეს ამ გა­რი­გე­ბის წარ­მა­ტე­ბით და­სას­რუ­ლე­ბად.

ვუ­ლო­ცავ „ბორ­ჯო­მის“ თი­თო­ე­ულ თა­ნამ­შრო­მელს. მე ვიცი, იქ რამ­დე­ნი­მე ათე­ულ თა­ნამ­შრო­მელს მი­აჩ­ნია, რომ ად­გი­ლობ­რი­ვი კომ­პა­ნია უსა­მარ­თლოდ მო­ექ­ცა. 50 თა­ნამ­შრო­მე­ლი გა­უშ­ვეს. წინა კვი­რა­საც მო­გახ­სე­ნეთ ამის თა­ო­ბა­ზე. მას შემ­დეგ, რაც სა­ხელ­მწი­ფო გახ­დე­ბა ამ სა­წარ­მოს თა­ნამ­ფლო­ბე­ლი, რა თქმა უნდა, უფრო აქ­ტი­უ­რად ჩა­ვერ­თვე­ბით და ყვე­ლა პრობ­ლე­მას მო­ვაგ­ვა­რებთ. მინ­და ჩვენს თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ებს მივ­მარ­თო, რომ არ­ცერ­თი არ დარ­ჩე­ბა სი­მარ­თლის გა­რე­შე.

არ­ცერ­თი მო­ქა­ლა­ქე არ და­ი­ჩაგ­რე­ბა, არ­ცერ­თი თა­ნამ­შრო­მე­ლი ჩვე­ნი „ბორ­ჯო­მის“. ვიცი, რომ გარ­კვე­უ­ლი კი­თხვე­ბი არ­სე­ბობ­და, ზუ­რაბ აზა­რაშ­ვილ­სა და ლე­ვან და­ვი­თაშ­ვილს მივ­მარ­თავ, ამ პრო­ცეს­ში თქვენც მო­გი­წევთ ჩარ­თუ­ლო­ბა და სჯობს ეს სა­კი­თხი ბო­ლომ­დე მი­იყ­ვა­ნოთ, რაც შე­იძ­ლე­ბა მალე, რომ არ ჰქონ­დეს ხალ­ხს გან­ცდა, რომ ვინ­მე იჩაგ­რე­ბა უსა­მარ­თლოდ. ყვე­ლა მათი სა­მარ­თლი­ა­ნი მო­თხოვ­ნა უნდა დაკ­მა­ყო­ფილ­დეს, არ უნდა იყოს ხმა­უ­რი და გან­ცდა არ უნდა ჰქონ­დეს არა­ვის, რომ ვინ­მე იჩაგ­რე­ბა“, – გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *