„ტომოგრაფიის პასუხი ცნობილია“ – რას წერს ირმა არავიაშვილი

„ტომოგრაფიის პასუხი ცნობილია“ – რას წერს ირმა არავიაშვილი

კონცერტზე ცუდად გახდომისა და კლინიკაში მოხვედრის შემდეგ მომღერალი ირმა არავიაშვილი სოციალურ ქსელში საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ წერს.

„ყველას გაინტერესებდათ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ახლა უკეთ ვარ და სავარაუდოდ, დილით გამწერენ… ამჟამად ვიმყოფები ისევ რეანიმაციაში.

მიზეზი: ჩემი მოსწავლეების კონცერტზე ვინერვიულე. ( თითქმის ყველა პირველად გადიოდა სცენაზე ცოცხალი შესრულებით ) დავლიე დამამშვიდებელი და შემდეგ რამდენიმე სიცხის დამწევი, რადგან დილით მომცა სიცხემ და არ მივარდებოდა. ეს ყველაფერი შევიდა რეაქციაში და გამოიწვია წამლებით ინტოქსიკაცია (ანუ მოვიწამლე)

შუა კონცერტზე გავხდი ცუდად. თუმცა ვერანაირად დავტოვებდი ჩემს ბავშვებს. რომ დამთავრდა კონცერტი შემდეგ გავთიშულვარ. არაფერი მახსოვს. ყველაფერი მონაყოლებიდან ვიცი. ექიმებმა კომაში ჩავარდნას გადაურჩიო. 7 საათი უგონოდ ვიყავი, ვერაფრით გამომიყვანეს მდგომარეობიდან. შემდეგ წამით მოვედი გონს და ისევ გავითიშე..

კვდებოდიო ექიმებმა გონზე ვერ მოდიოდიო და იმდენი მირტყეს სულ ჩალურჯებული ვარ. რაც შეეხება ტომოგრაფიის პასუხს – არაფერი არ გჭირსო… ყველას დიდი მადლობა მოკითხვისა დაფასებისთვის. სულ უცხო ხალხიც კი მირეკავდა, მადლობა თქვენ. ახლა კარგად ვარ…“ – წერს ირმა არავიაშვილი.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *