“მოდით ვიყოთ გულახდილები..” – ნახეთ რა შოკისმომგვრელი განცხადება გააკეთა შვარცნეგერმა რუსეთისა და ომის შესახებ

“მოდით ვიყოთ გულახდილები..” – ნახეთ რა შოკისმომგვრელი განცხადება გააკეთა შვარცნეგერმა რუსეთისა და ომის შესახებ

კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორი და მსახიობი, არნოლდ შვარცენეგერი ევროპულ ქვეყნებს რუსეთისგან საწვავის შესყიდვის გამო აკრიტიკებს.

ვენაში, ავსტრიის მსოფლიო სამიტზე გამოსვლისას შვარცენეგერმა მოიყვანა კვლევა, რომელიც აჩვენებს, რომ ევროპა კვლავ უხდის რუსეთს ათეულობით მილიარდ დოლარს ენერგეტიკაში, რითაც ფინანსდება უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომი.

“მოდით, ვიყოთ გულახდილები საკუთარ თავთან. 1 300 რაკეტა, რომელიც რუსეთმა უკრაინის ქალაქებში გაუშვა ომის პირველი ორი თვის განმავლობაში, 7,7 მილიარდი ევრო დაჯდა. ეს ბევრია, მაგრამ ამავე დროს, ევროპამ რუსეთს საწვავში 44 მილიარდი ევრო გადაუხადა”, – თქვა შვარცენეგერმა.

მისივე თქმით, მთელ მსოფლიოს ხელები სისხლით აქვს დასვრილი, რადგან რუსეთისგან საწვავის შესყიდვით, ომი ფინანსდება. შვარცენეგერის აზრით, რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ კიდევ ერთი მიზეზი იყო, რის გამოც მსოფლიომ და განსაკუთრებით ევროპამ უარი უნდა თქვან წიაღისეული საწვავის გამოყენებაზე.

“ჩვენ უნდა შევწყვიტოთ საკუთარი თავის მოტყუება. ჩვენ ახლა გვაქვს ყველა ის ტექნოლოგია, რომელიც გვჭირდება იმისათვის, რომ წიაღისეული საწვავი წარსულში დავტოვოთ”, – ამბობს შვარცნეგერი.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *