ზოგადი ცოდნის შემოწმების ეს ტესტი 10 შეკითხვისგან შედგება. შეკითხვები სხვადასხვა სფეროდანაა. წესები კი ძალიან მარტივია, ჯერ უპასუხეთ, ხოლო სწორ პასუხებს ბოლოში გაეცანით:
1. რა ერქვა ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის საყვარელ ადამიანს, რომელსაც “მთვარის სონატა” მიუძღვნა?
- სოფია
- ჯულიეტა
- კარმელიტა
2. რომელი ქვეყნის პირველი ლედი იყო ევა პერონი, რომელმაც ქვეყანაში პირველი ქალთა პარტია დააფუძნა?
- პერუს
- არგენტინის
- ბრაზილიის
3. ვისი მოთხრობების მიხედვით არის გადაღებული თენგიზ აბულაძის ფილმი “ნატვრის ხე”?
- მიხეილ ჯავახიშვილის
- გიორგი ლეონიძის
- გოდერძი ჩოხელის
4. რომელი მწვერვალია საქართველოში?
- ევერესტი
- შხარა
- მანასლუ
5. ჩამოთვლილთაგან რომელი იყო იმპრესიონისტი მხატვარი?
- რენუარი
- რემბრანდტი
- ლეონარდო და ვინჩი
6.1054 წელს ქრისტიანული ეკლესია ორადგაიყო – დაასახელეთ, რომელ ნაწილებად გაიყო?
- მართლმადიდებლურ და კათოლიკურ ეკლესიებად
- მართლმადიდებლურ და მონოფიზიტურ ეკლესიებად
- მართლმადიდებლურ და პოტესტანტულ ეკლესიებად
7. რომელია მსოფლიოში ყველაზე დიდი ტბა ფართობის მიხედვით?
- კასპიის ზღვა
- ბაიკალი
- ვიქტორია
8. დაასრულეთ ილია ჭავჭავაძის ფრაზა: “თუ … მღვრიეა, ბოლოში ამაო იქნება წმინდა წყლის ძებნა.”
- დასაწყისი
- სათავე
- მდინარე
9. რომელ ნაწარმოებში გვხვდება ფრაზა:”დღეს დედა გარდაიცვალა, ან იქნებ – გუშინ. რა ვიცი: მოხუცთა თავშესაფრიდან დეპეშა მივიღე: – “დედა გარდაიცვალა, დაკრძალვა ხვალ, ვიზიარებთ თქვენს მწუხარებას”. რას გაიგებ, იქნებ გუშინ მოკვდა.”
- გაბრიელ გარსია მარკესი “მარტოობის ასი წელი”
- ფრანც კაფკა “მეტამორფოზა”
- ალბერ კამიუ “უცხო”
10. რომელი ქვეყნიდანაა ცნობილი კინორეჟისორი აკირა კუროსავა?
- იაპონიიდან
- ჩინეთიდან
- სახმრეთ კორეადან
სწორი პასუხები:
1. ჯულიეტა
2. არგენტინის
3. გიორგი ლეონიძის
4. შხარა
5. რენუარი
6. მართლმადიდებლურ და კათოლიკურ ეკლესიებად
7. კასპიის ზღვა
8. სათავე
9. ალბერ კამიუ “უცხო”
10. იაპონიიდან
წყარო : Mshoblebi.ge