მედვედევის ხმაურიანი განცხადება – რუსეთი მოლდოვას ემუქრება

მედვედევის ხმაურიანი განცხადება – რუსეთი მოლდოვას ემუქრება

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი მოლდოვას დნესტრისპირეთში რუსების დაცვით ემუქრება. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება. 

როგორც მედვედევმა ტელეგრამში დაწერა, მოლდოვა არც ენერგორესურსებს მიიღებს რუსეთისგან და საერთოდ არაფერს მიიღებს. ის კიშინიოვს გაზის გადაკეტვითაც დაემუქრა.

„მათ სურთ ახალ პატრონებს მოაწონონ თავი და ევროკავშირში წევრობის გარეშე მზად არიან ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ევროპულ სანქციებს შეუერთდნენ. ნუ კარგი, სცადონ. მაშინ 100%-ით უნდა იყვნენ დარწმუნებულები, რომ ჩვენგან არც ენერგო, არც რაიმე სხვა რესურსებს არ მიიღებენ. დატკბნენ სანქციებით და ელოდონ ევროკავშირში გაწევრიანებას, ვნახოთ, თუ მიღებენ“, – წერს მედვედევი.

მედვედევი უკმაყოფილოა მოლდოვის და რუმინეთის პარლამენტების ერთობლივი განცხადებით.

მისი თქმით, რუმინეთი მდინარეებს დნესტრსა და პრუტს შორის არსებულ ტერიტორიას საკუთარ მიწად განიხილავს, რომელიც მას დროებით ჩამოაშორეს და ამას „სასაცილო შედეგია რ ექნება“.

„მე მინდა ავუხსნა მოლდოვას, რომ დნესტრისპირეთში რუსეთის 220 ათასამდე მოქალაქე ცხოვრობს. როდესაც რუმინეთი საზღვრების გაფართოებაზე ფიქრობს, მათ ეს ფაქტორი უნდა გაითვალისწინონ“, – განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ.

ცნობისთვის, 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა. ამის შემდეგ მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარემ იგორ გროსუმ განაცხადა, რომ მოლდოვა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს შეუერთდება. ასევე მოლდოვაში რუსული პროპაგანდა ოფიციალურად აიკრძალა. 

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *