რატი დურგლიშვილი და მაკა ზამბახიძე ახალი სიმღერის სახელზე ვერ თანხმდებიან და მსმენელს სთხოვენ დახმარებას.
პრობლემის მოსაგვარებლად დუეტმა შესაბამისი გამოკითხვა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
პოსტის კომენტარებში მსმენელმა უნდა აირჩიოს შემოთავაზებული ორი ვარიანტიდან მისთვის სასურველი.
“მეგობრებო, ჩვენი ახალი სიმღერის სახელის შერჩევაში ვერ ჩამოვყალიბდით, (დავხოცეთ ერთმანეთი) ამიტომ სანამ კიდევ დავიშალეთ, დაგვეხმარეთ…
- რატის ვერსიაა “დამამახსოვრდი”
- მაკას ვერსიაა “შემიყვარდი თუ” პ.ს. ველით თქვენს კომენტარებს”- წერია პოსტში.
Post Views: 2,127