ცნობილმა ქართველმა მსახიობმა გიორგი ყიფშიძემ ფარულ კონვერტში საჯაროდ ილაპარაკა თუ როგორ დაკარგა სახლი გაქირავების შემდეგ.
“ბაბუამ, გარდაცვალების შემდეგ დაგვიტოვა ბინა, რომელიც დაკეტილი იყო. მივაქირავეთ, კონტრაქტს ხელი მოაწერა დედაჩემმა და ამ ადამიანებმა ბანკში ჩადეს ეს ბინა და გაიქცნენ.
250 ათასი ლარი გამოიტანეს ბინის საფასური, მერე გამოაცხადეს ბანკროტი. ამ კომბინაციაში ერთ-ერთმა ადამიანმა თავი მოიკლა ამ ისტორიის გამო.
როცა გავიგეთ, გადავირიე, რატომ, რის გამო მოიკლა კაცმა თავი, სახლი მივაქირავეთ, გაურკვეველი ამბავი იყო და უცბად, რეკავს ბანკი და გვეუბნება, რომ თანხა გვაქვს გასახდელი, თორემ სახლი გადის აუქციონზე.
ეს სახლი ისე გაიყიდა აუქციონზე, რომ არც კი გაითვალისწინეს, მამაჩემის, ზურას თხოვნა. მე ბანკთანაც პრეტენზია მაქვს, რადგან რატომღაც ჩანაწერებიც კი არ არსებობს იმ კაბინეტის, სადაც ეს ხელმოწერა მოხდა.
ბინა წაგვართვეს, ვიღაც უცხოელმა იყიდა, ფრანგმა. ეს ადამიანია პოლსენი. როცა გაიგო ვისი ბინაა, შეგვპირდა, რომ დაგიბრუნეთ ამ ბინას, ოღონდ დამიბრუნეთ თანხა, რამდენადაც ვიყიდე ეს ბინაო. მერე ეს არ გააკეთა, აქეთ დაგვემუქრა.. მოკლედ, წაგვართვეს რა.
გოიმებივით დაგვახიეს ბინა. არ ვიცი, რა გავაკეთო. უნდა ვუჩივლო.. მეგობრებმა ზურას ფული შეუკოწიწეს, რომ უკან გამოგვესყიდა და ამ პოლსენმა არაო რა. ახლა სასამართლოში ვუჩივლებ..”, – თქვა გიორგი ყიფშიძემ.