დედა გარდაცვლილი როა ბავშვმა არ იცის, მეორე შვილი კი – ვინ არის ორსული ქალი რომელიც აივნის ბეტონის დაცემით გარდაიცვალა

დედა გარდაცვლილი როა ბავშვმა არ იცის, მეორე შვილი კი – ვინ არის ორსული ქალი რომელიც აივნის ბეტონის დაცემით გარდაიცვალა

მარნეულში აივნის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა – გარდაიცვალა ორი ქალბატონი, მათ შორის ერთი ორსული. დაშავდნენ ამ ქალის მცირეწლოვანი შვილები, პატარა კი, რომელზეც ქალბატონი ორსულად იყო, ექიმებმა გადაარჩინეს, თუმცა როგორც “პრაიმტაიმისთვის” ხდება ცნობილი, ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არც ისე სახარბიელოა.

“პრაიმტაიმი” გარდაცვლილის მეგობარს, აგილ მუსტაფაევს ესაუბრა. როგორც ის ამბობს, უფროსი გოგონას მდგომარეობა მძიმეა, ახლა ის კომატოზურ მდგომარეობაშია, 7 წლის ბიჭი შედარებით მსუბუქად დაშავდა, რადგან აივნის ჩანგრევის შემდეგ, იქვე მდგომ ავტომობილს დაეცა, ხოლო ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დადებითად არ ფასდება.

“გარდაცვლილი ორსული 26 წლის თეონა მუსაევაა, ხოლო მეორე ქალბატონი – რაია ბაირამოვა. თეონა ჩემს ოჯახთან მეგობრობდა, ის ძალიან თბილი ადამიანი იყო. უცხო ადამიანებთანაც კარგ ურთიერთობას ამყარებდა, ძალიან პოზიტიური იყო. ახლა ის, ექსპერტიზის ბიუროდან დეიდის სახლში გადაასვენეს, ხვალ მარნეულში დავკრძალავთ.

თეონას მეუღლე, 29 წლის იბრაგიმ მუსაევი ძალიან ცუდადაა, ამ ტრაგედიის გამო გონზე ფაქტობრივად არ არის. გოგონა 8 წლის არის, ის მძიმედაა. ახლა კომაშია. ექიმების თქმით, ამ ბავშვს მინიმუმ ერთი წელი გავლა აეკრძალება. იმედია, კიდურები გადაურჩება… ოპერაციები ჩაუტარდა და კიდევ დაგეგმილია…

7 წლის ბიჭი შედარებით მსუბუქად დაშავდა, ის აივნის ჩამონგრევის შემდეგ იქვე მდგომ ავტომობილს დაეცა და ალბათ, ამან უშველა კიდეც. მან ჯერ კიდევ არ იცის, რომ დედა აღარ ჰყავთ… ჩვილის მდგომარეობა სახარბიელო არ არის. სამწუხაროდ, თეონას ცხედარს მიწას ხვალ მივაბარებთ.” – ამბობს აგილ მუსტაფაევი.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *