ანა ტყებუჩავა: „ჭორები, რომ შეიძლება „ჩემი ცოლის დაქალები“ აღარ გაგრძელდეს, საფუძველს მოკლებული არაა…“

ანა ტყებუჩავა: „ჭორები, რომ შეიძლება „ჩემი ცოლის დაქალები“ აღარ გაგრძელდეს, საფუძველს მოკლებული არაა…“

ანა ტყებუჩავა, „ჩემი ცოლის დაქალების“ ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი, ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს იმ ფინანსური პრობლემების შესახებ, რომელთა წინაშეც პოპულარული სერიალი დადგა:

„მე მოვრჩი გადადაღებებს. სხვებს აქვთ რაღაც დეტალები დარჩენილი, მაგრამ რამდენიმე დღეში დამთავრდება. გარკვეული ფინანსური პრობლემების გამო დროზე ადრე დავასრულეთ მუშაობა. წინა სეზონებში ივლისის ბოლომდე გვქონდა ხოლმე გადაღებები, რათა მაყურებელს მთელი აგვისტოს განმავლობაში ენახა ახალი სერიები.

ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ „ჩცდ“ დაიხურა?

ძალიან ბევრი ჭორი ვრცელდება, რომ შეიძლება აღარ გაგრძელდეს და ეს ჭორები საფუძველს მოკლებული არაა, მაგრამ საბოლოო პასუხი ამ კითხვაზე არ არსებობს. როგორც ყველაფერს ამ ქვეყანაში, ჩვენს სერიალსაც დაეტყო ქვეყნის არასწორი კურსი. იმის გამო, რომ ტელეკომპანიაში რეკლამების დრო შეიზღუდა, ბუნებრივია, სატელევიზიო პროდუქტის შექმნა ძალიან გართულდა. ჩვენები ყოველთვის პოულობენ ხოლმე გამოსავალს, ამიტომაც გარკვეული იმედები მაქვს“.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *