თათა გიორგობიანი შეყვარებულს დაშორდა: „ადამიანის ნაგავზე მოსროლა ჩემთვის მიუღებელია…“

თათა გიორგობიანი შეყვარებულს დაშორდა: „ადამიანის ნაგავზე მოსროლა ჩემთვის მიუღებელია…“

„ღამის შოუს ბენდის“ წევრი, მომხიბვლელი მომღერალი, თათა გიორგობიანი შეყვარებულს დაშორდა. მან ამის შესახებ ჟურნალ „თბილისელებთან“ ისაუბრა:

„სამწუხაროდ, მე და ეს ადამიანი უკვე კარგა ხანია, დავშორდით. დაბადების დღეც მომილოცა, მაგრამ არა შეყვარებულის სტატუსით, მომილოცა, როგორც ახლობელმა ადამიანმა, რადგან ადამიანის ნაგავზე მოსროლა ჩემთვის მიუღებელია, პატივისცემა ყოველთვის რჩება, თუმცა ორივემ გადავწყვიტეთ, რომ ის ურთიერთობა არ იყო ჯანსაღი და დავასრულეთ. მძიმე იყო, სხვაგვარადაც შეიძლებოდა, მაგრამ ასე დალაგდა და ვთვლი, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ. ასე რომ, ახლა ჩიტივით თავისუფალი და ბედნიერი ვარ (იცინის).

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.