საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გამოაცხადა ნატოს წევრი ქვეყნების ერთსულოვანი გადაწყვეტილება უკრაინის ეკონომიკური, ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარების გაძლიერების შესახებ. ამის შესახებ მაკრონმა მადრიდში ნატოს სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ასევე, აღნიშნა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე საფრანგეთი გააძლიერებს თავის კონტინგენტს.
„ჩვენ გადავწყვიტეთ, გავაძლიეროთ არმია ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე“, – განაცხადა მაკრონმა.
Post Views: 407