“მეგობრის ბებიის ქელეხში ვიღაცამ იხუმრა, ამ ჩემმა ძმაკაცმა ბებიაჩემის ქელეხზე რა გაცინებთო და წარმოუდგენელი რამ გააკეთა”

“მეგობრის ბებიის ქელეხში ვიღაცამ იხუმრა, ამ ჩემმა ძმაკაცმა ბებიაჩემის ქელეხზე რა გაცინებთო და წარმოუდგენელი რამ გააკეთა”

ქუთაისელი ჟურნალისტი დავით ლიკლიკაძე ერთ-სახალისო ისტორიას იხსენებს 90-იანი წლებიდან და უილ სმიტის ქმედებას ეხმაურება, როდეაც ოსკარების ცერემონაიზე კრის როკს სილა გაარტყა :

“ძმაკაცის ბებიის დაკრძალვაზე ვიყავი (90-იან წლებს ვიგონებ) და ქელეხზე მისმა ნათესავებმა რაღაც იხუმრეს, ამ ჩემმა ძმაკაცმა ბებიაჩემის ქელეხზე რა გაცინებთო და მის ბიძაშვილს (მგონი ბიძაშვილს) ხრუშოვკა ჭიქებში ჩასხმული აჯიკა ესროლა სახეში. ცოტა აცდა საფეთქელს, კინაღამ მიაწია ბებიამის ეგრევე. აჯიკის ნასხლეტები ჩვენც შეგვეშხეფა, კარგად მახსოვს ნათხოვარი ლანჩერის პიჯაკი დამისვარა. კიდე კაი ამოცილდა, თუ არა დედაჩემი იმაზე უარესს დამმართებდა, რაც ჩემი ძმაკაცის ბიძაშვილს დაემართა.
რაც მოგიყევით იმ ქვეყნის შვილი ვარ, მაგრამ ყოველთვის მიუღებელი იყო ჩემთვის ძალადობა. მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ უილ სმიტი არის მაგარი @ლე!” – წერს ლიკლიკაძე.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.