ახალი “მისის სამყარო” წარმოშობით ქართველია – მან კონკურსზეც საქართველოს სახელით გაიმარჯვა

ახალი “მისის სამყარო” წარმოშობით ქართველია – მან კონკურსზეც საქართველოს სახელით გაიმარჯვა

სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა კორეაში “მიის სამყაროს” გამოსავლენი კონკურსი. პლანეტის ყველაზე ლამაზ გათხოვილ ქალად აღიარეს ანა კუდრიავცევა-სირაძე. სტავროპოლში დაბადებული ანა სანქტ-პეტერბურგში ცხოვრობს, თუმცა კონკურსზე საქართველოს წარმოადგენდა. მიზეზი მარტივი ყოფილა – როცა მას მოუნდა ძალების გამოცდა ამ კონკურსზე, რუსეთის დელეგაცია უკვე ფორმირებული იყო და რაკი ქართული ფესვები აქვს, საქართველოს სახელით სცადა ბედი. და გაიმარჯვა. 

36 წლის ანა მეუღლესთან ერთად ცხოვრობს და 11 წლის ქალიშვილს ზრდის. 
კონკურსის შთაბეჭდილებები მან რუსულ მედიას გაუზიარა:

– საკმაოდ დამღლელი პროცესი იყო, დღე და ღამე ინსტრუქციები,რაუნდა თქვა, რა არ უნდა თქვა, გაწერილია შემდეგი 6 თვე და ისეთი გრაფიკია, სახლში ალბათ თვის ბოლოს მოვხვდები რამდენიმე დღით. ოჯახის წევრები გადაირივნენ. ქმარ-შვილთან ინტერნეტით მექნება ურთიერთობა, სხვა გზა არაა. წინაა საქველმოქმედო კამპანიები, გადაღებები, ფოფოსესიები, მონაწილეობა ღონისძიებებში…

mshoblebi

– რუსეთში ხართ დაბადებული და აქვე ცხოვრობთ, თუმცა საქართველოს წარმოადგენდით…

– მამაჩემი და ჩემი ყველა ნათესავი მამის მხრიდან, მე-10 საუკუნემდე, ქართველები არიან. სამწუხაროდ, რუსეთის წარდგენა კონკურსზე შეუძლებელი იყო, ადგილი დაკავებული გახლდათ. ამიტომაც ვცადე ძალები საქართველოს მხრიდან.

– ისე რით ხართ დაკავებული, კონკურსის გარეშე?

– ვლადიმირ სპივაკოვის კავკასიური საქველმოქმედო ფონდის სპეციალური წარმომადგენელი ვარ. ფონდი ეხმარება ნიჭიერ ბავშვებს, მუსიკასა და გამომსახველობით ხელოვნებაში. განათლებით კი ფსიქოანალიტიკოსი ვარ, კერძო კონსულტაციებს ვატარებ. მიყცარს მოგზაურობა და თხილამურებზე სრიალი. 

mshoblebi

 თქვენს ცხოვრებაში იყო პერიოდი, როდესაც ონკოლოგიური დაავადება აღმოგაჩნდათ. როგორ დაამარცხეთ?

– დიახ, ეს პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში. ექსტრემალურად გამიკეთეს ოპერაცია. საბედნიეროდ, ქიმიოთერაპია არ დამჭირდა. ახლა მესმის, რომ ეს გამოცდა იყო, რათა გადამეფასებინა ცხოვრება. ამის შემდეგ 180 გრადუსით მოვტრიალდი. მეტი ყურადღებით ვარ ახლობლების მიმართ, უფრო მეტად ვაკვირდები ჩემი ცხოვრების წესს. ვაფასებ ყველაფერს, რაც ხდება გარშემო. ნაკლებად ვღელავ წვრილმანებზე და აღარც დეპრესიაში ან პანიკაში ვვარდები. 
მინდა ყველას ვურჩიო, ყურადღებით იყვნენ ჯანმრთელობის მიმართ და გამოიკვლიონ პერიოდულად. საერთოდ არაფერი არ მტკიოდა, შემთხვევით ანალიზში გამოჩნდა პრობლემა. ჩვენ გვგონია, რომ რაღაცას ვიგრძნობთ, დავინახავთ. ყოველთვის ასე არ არის. ონკოლოგია ძალიან გვიან ამჟღავნებს თავს. როცა უკვე რთულია ბრძოლა. წესად უნდა გვქონდეს და თავს გავუფრთხილდეთ. 

mshoblebi

წყარო : Mshoblebi.ge

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.