“გული მისკდება შაბათი რომ უნდა მოვიდეს, ეს დღე რომ უნდა დადგეს, ძალიან მიმძიმს ასეთი გადაწყვეტილების მიღება, ძალიან მიმძიმს ასეთი გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ასეთია თამაშის წესი და აუცილებელია სამწუხაროდ…” – ასე იწყებს საუბარს “პრაიმტაიმთან” რეალითი შოუ “პრაიმ ჰაუსის” ჟიურის წევრი, ნუკი კოშკელიშვილი…
აშშ-დან დაბრუნების შემდეგ ის პროექტში აქტიურად ჩაერთო, შოუს მაყურებლები Live-ში მას ხშირად ხედავდნენ. ნუკი ჩვეული აქტიურობით და ხალისით მაყურებლებსა და მონაწილეებს ასე ანებრივრებდა.
მეგობრულ ნუკის თამაშის წესებიდან გამომდინარე, ყოველ შაბათს ერთი მონაწილის სახლში გაშვების გადაწყვეტილების მიღება ავთანდილ ცქვიტინიძესთან ერთად უწევდა. ამბობდა, რომ ეს მისთვის ყველაზე მძიმე მომენტებია და იმ დროს, პროექტში ჩართვასაც ნანობდა…
“იმისთვის, რომ ობიექტური ვიყო და შაბათობით სამართლიანი გადაწყვეტილება მივიღო, მათი ტკივილი თუ სიხარული უნდა ვიცოდე. გული მისკდება ეს დღე რომ უნდა დადგეს, შაბათი რომ უნდა მოვიდეს, ძალიან მიმძიმს ასეთი გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ასეთია თამაშის წესი და აუცილებელია სამწუხაროდ… ” – ამბობდა ნუკი