ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია – რა გახდა ლევან კბილაშვილის გარდაცვალების მიზეზი ?

ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია – რა გახდა ლევან კბილაშვილის გარდაცვალების მიზეზი ?

21 ივნისს, მოსკოვში, 31 წლის მომღერლის, ლევან კბილაშვილის მოულოდნელმა გარდაცვალებამ, ყველა მის ახლობელს, თავზარი დასცა. გარდაცვალების მიზეზად, იმ დღეებში, სხვადასხვა ვერსია ითქვა და დაიწერა. მოსკოვში, მომღერალი, მისი ჯგუფის წევრებმა, სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ლევანის მეგობრები ამბობდნენ, რომ ის თრომბით დაიღუპა, მეორე ვერსიით, მას ფეხის ძვლის დაშლა ჰქონდა. 

“პრაიმტაიმი” ლევანის დედას, მელიტა ფურცელაძეს ესაუბრა. მომღერლის უეცარი გარდაცვალების მიზეზს, სწორედ ის გვატყობინებს.

მელიტა ფურცელაძე: ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ლევანის გარდაცვალების მიზეზი ჰემორაგიული ინსულტია, რაც ტვინში სისხლის შეგუბებას და ანევრიზმას იწვევს.

არასწორი ვერსიები ითქვა და დაიწერა. ლევანს ძვლის სიმსივნე არ ჰქონია.

კოვიდის შემდეგ ფეხი მტკივაო, თქვა. მოსკოვში სურათი გადაიღო. აღმოჩნდა, რომ მენჯის ძვალი ჰქონდა დაზიანებული. ოპერაციის აუცილებლობა იყო. თუ ანთებითი პროცესი ჩაქრებოდა, სხვადასხვა მეთოდებით მკურნალობის შემდეგ, შესაძლოა, ოპერაცია აღარ დასჭირვებოდა. რუსეთში სულ სხვა კლიმატია. იქ სხვადასხვა ქალაქებში რომ დადიოდა კონცერტებზე, ფეხი აწუხებდა. საქართველოში ახლა რომ იყო ჩამოსული, არ მტკივაო, ამბობდა. ყავარჯნით დადიოდა. ახლახანაც გადაიღო სურათი. ჩვენ გამოგვიგზავნა, აქაც გადავამოწმეთ ექიმებთან. უთხრეს, რომ პროცესი შორს არ იყო წასული. როცა აქ იყო ყველანაირ ანალიზს იკეთებდა. ივლისის შუა რიცხვებში უნდა ჩამოსულიყო და ყველანაირი ანალიზი გაეკეთებინა.

მე ჩემ თავს ვადანაშაულებ, რომ გამოგვეპარა და თავზე კომპიუტერული ტომოგრაფია არ გადავაღებინე. მაგრამ თავის ტკივილი არ ჰქონია, არასდროს აწუხებდა და ამიტომ, ახლაც რომ ჩამოვიდოდა, ტომოგრაფიას არ გავაკეთებინებდი…

წყარო : Primetime.ge

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *