სალომე ჭაჭუამ ბიზნესი წამოიწყო: „პირადი ცხოვრებისთვისაც ვიცლი, ყველაფერი დაბალანსებული მაქვს…“

სალომე ჭაჭუამ ბიზნესი წამოიწყო: „პირადი ცხოვრებისთვისაც ვიცლი, ყველაფერი დაბალანსებული მაქვს…“

მოცეკვავე სალომე ჭაჭუა ჟურნალ„ სარკეს“ ესაუბრება და ამბობს, რომ ორ პარტნიორთან ერთად ბიზნესი წამოიწყო და ესთეტიკური მედიცინის ცენტრი გახსნა, რომელიც ახლა დგამს პირველ ნაბიჯებს:

„ამ სფეროში გადავინაცვლე, რადგან ბუნებით სიახლის მოყვარული ვარ. თანაც, ეს საქმე ჩემს პროფესიასთანაც ახლოს არის. ჯანსაღი ცხოვრება, სილამაზის შენარჩუნება ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია. ვცდილობთ, რომ თავის მოვლაში დავნერგოთ არაინვაზიური მეთოდები და ასე შევძლოთ ახალგაზრდობის შენარჩუნება…“

სალომე პასუხობს კითხვას, ხომ არ ეჭვიანობენ მის პროფესიაზე ახლობლები და საყვარელი ადამიანი:

„კარიერას კი არ ვუთმობ ამდენ დროს, არამედ საკუთარი თავის განვითარებას. როდესაც საკუთარი თავის განვითარებისგან სიამოვნებას ვიღებ, რატომაც არა?! მე ყველაფერს ჩემი თავისთვის ვაკეთებ. მინდა ვიგრძნო, რომ ამ სამყაროში რაღაცას წარმოვადგენ. ხშირად და დიდი დოზით – ვერა, მაგრამ მეგობრებსაც ვნახულობ და ოჯახის წევრებსაც. პირადი ცხოვრებისთვისაც ვიცლი. ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი დაბალანსებულია და ერთმანეთს ხელს არ უშლის“. 

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *