”კლინიკაში ნარკოტიკულ საშუალებას უკეთებდნენ…” – სკანდალური ინფორმაცია 20 წლის კოვიდით დაღუპულ ბიჭზე

”კლინიკაში ნარკოტიკულ საშუალებას უკეთებდნენ…” – სკანდალური ინფორმაცია 20 წლის კოვიდით დაღუპულ ბიჭზე

რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­დაც­ვლი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის, 20 წლის ვახ­ტანგ ჩარ­კვი­ა­ნის მა­მის გან­ცხა­დე­ბით, მისი შვი­ლის სა­მე­დი­ცი­ნო ის­ტო­რია გა­ყალ­ბე­ბუ­ლია. ამის შე­სა­ხებ ჩარ­კვი­ან­მა “ინ­ტერპრეს­ნი­უსს” გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის უფ­ლე­ბა­მო­ნაც­ვლე გან­მარ­ტავს, რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტომ რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს 7 ექი­მის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი და­ა­ყე­ნა.

ჩარ­კვი­ა­ნის თქმით­ვე, მას აღ­ნიშ­ნუ­ლის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი არა­ერ­თი დო­კუ­მენ­ტა­ცია და ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა აქვს.

“რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მივ­მარ­თეთ ლი­ცენ­ზი­ე­ბის სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, აგ­რეთ­ვე, მივ­მარ­თეთ, ვახ­ტანგ ჩარ­კვი­ა­ნის სა­მე­დი­ცი­ნო ის­ტო­რი­ას­თან და იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რა სა­ხის დარ­ღვე­ვებს ჰქონ­და ად­გი­ლი. ამ ეტაპ­ზე რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტო­დან შუ­ა­ლე­დუ­რი დას­კვნა მო­ვი­და, სა­დაც რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით 11 პუნ­ქტში ედე­ბა ბრა­ლი, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ოქმი თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ნი­ხი­ლე­ბა.

არა­ერ­თი სა­კი­თხია და­სად­გე­ნი, კი­დევ ბევ­რი დო­კუ­მენ­ტა­ცია და დას­კვნა მოვა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რას სჩა­დი­ო­და რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ად­მი­ნის­ტრა­ცია და მედ­პერ­სო­ნა­ლი. გო­ნივ­რულ ეჭვს მიღ­მა სტან­დარ­ტი არ­სე­ბობ­და იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ სა­მე­დი­ცი­ნო ის­ტო­რია გა­ყალ­ბე­ბუ­ლი და გა­და­წე­რი­ლი იყო. ერთ-ერთ სე­რი­ო­ზულ ინ­სტი­ტუ­ტში გრა­ფი­კულ-კა­ლიგ­რა­ფი­უ­ლი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­ვა­ტა­რეთ. გვა­რე­ბით და სა­ხე­ლე­ბით არის გად­მო­ცე­მუ­ლი, თუ ვინ, რა და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნა, უბ­რა­ლოდ, გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მათ ვი­ნა­ო­ბას მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ვა­სა­ჯა­რო­ებ. სა­მე­დი­ცი­ნო ის­ტო­რი­ის სა­ვა­რა­უ­დო გა­ყალ­ბე­ბას­თან და ის­ტო­რი­ის გა­და­წე­რას­თან გვაქვს საქ­მე, თუ რის­თვის დას­ჭირ­დათ ეს, ამას გა­მო­ძი­ე­ბა და­ად­გენს.

ეს ყვე­ლა­ფე­რი, რაც ის­ტო­რი­ა­შია, გა­და­წე­რი­ლია და ხელ­მო­წე­რე­ბიც გა­ყალ­ბე­ბუ­ლია, თით­ქოს, ესა თუ ის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა ეძ­ლე­ო­და ჩემს შვილს. გა­ყალ­ბე­ბუ­ლი ის­ტო­რი­ი­და­ნაც გვაქვს რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს დას­კვნა, სა­დაც 7 ექი­მის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხია დამ­დგა­რი. რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტომ და­ად­გი­ნა ექი­მე­ბის მხრი­დან გა­დაც­დო­მის, შეც­დო­მის, და­უ­დევ­რო­ბის, გულ­გრი­ლო­ბის თუ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის ფაქ­ტე­ბი, სა­დაც თეთრზე შა­ვად არის და­წე­რი­ლი, რომ 7 ექი­მის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხია დამ­დგა­რი. ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო და­ად­გენს მათი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კითხს, რაც ლი­ცენ­ზი­ის ჩა­მორ­თმე­ვას, ექი­მო­ბის შე­წყვე­ტას და ა.შ. გუ­ლის­ხმობს. ამ ექი­მე­ბის მი­მართ სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის შე­სა­ბა­მი­სი მუხ­ლი­თაც უნდა მოხ­დეს ბრა­ლის წარ­დგე­ნა“, – აცხა­დებს ჩარ­კვი­ა­ნი.

ის ექი­მებს არა­სა­ჭი­რო და პნევ­მო­ნი­ის დროს აკ­რძა­ლუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს.
“10 თვეა, რაც ჩემი შვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. ერთ-ერ­თმა კე­თილ­სინ­დი­სი­ერ­მა ექიმ­მა ჩვე­ნე­ბა მის­ცა, ის სხვა­დას­ხვა კლი­ნი­კა­ში მუ­შა­ობ­და, მან ძა­ლი­ან ბევ­რი შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი ფაქ­ტი და­ად­გი­ნა. მათ შო­რის, ჩემ შვილს არას­წო­რად უკე­თებ­დნენ აკ­რძა­ლულ პრე­პა­რატს, ის მე­დი­კა­მენ­ტი, რო­მე­ლიც ვახ­ტანგ ჩარ­კვი­ანს კლი­ნი­კა­ში უკეთ­დე­ბო­და, პნევ­მო­ნი­ის დროს აკ­რძა­ლუ­ლია, ეს გახ­ლავთ ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა, რო­მე­ლიც 10-ჯერ აღე­მა­ტე­ბა ჰე­რო­ი­ნე­ბის ჯგუფს, ამას და­მა­ტე­ბუ­ლი მორ­ფი­ნი და კი­დევ სხვა მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, რო­მე­ლიც სა­სუნ­თქ ორ­გა­ნო­ებს თრგუ­ნავს და შე­საძ­ლოა, პა­ცი­ენ­ტის კო­მა­ში ჩა­ვარ­დნა გა­მო­იწ­ვი­ოს, ამის­თვის ნარ­კო­ლო­გის კონ­სულ­ტა­ცია იყო სა­ჭი­რო.

გა­დას­ხმე­ბი ინ­ფუ­ზი­ის წე­სით არა­სა­თა­ნა­დოდ გა­ა­კე­თეს, რო­გორ გა­უძ­ლო ამ ადა­მი­ან­მა ამ ყვე­ლა­ფერს 19 აგ­ვის­ტო­დან 10 სექ­ტემ­ბრის ჩათ­ვლით, არ ვიცი. გარ­და ამი­სა, ჩვენც არა­ფერს გვე­კი­თხე­ბოდ­ნენ, არ­სე­ბობს მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც ოჯა­ხის წევ­რებ­თან შე­თან­ხმე­ბის გა­რე­შე არ უნდა გა­მო­ი­ყე­ნონ. ად­ვო­კა­ტებ­მა გა­მომ­ძი­ე­ბელს მივ­მარ­თეთ, რო­მე­ლიც ამ საქ­მეს გუ­ლის­ხმი­ე­რად მო­ე­კი­და, ისი­ნი ექ­სპერ­ტი­ზას და­ნიშ­ნა­ვენ, ექ­სპერ­ტებ­თან არა­ერ­თი კი­თხვა და­ის­მე­ბა, მათ შო­რის, ერთ-ერთი იქ­ნე­ბა ესეც – შე­ეძ­ლო თუ არა, გა­და­მე­ტე­ბუ­ლი დო­ზით გა­კე­თე­ბულ ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბებს ის შე­დე­გი გა­მო­ეწ­ვია, რაც ჩემი შვი­ლის მი­მართ დად­გა“, – აცხა­დებს ჩარ­კვი­ა­ნი.

გარ­დაც­ვლი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის მამა ამ­ბობს, რომ ექი­მე­ბი სრუ­ლი სიმ­კაც­რით უნდა და­ი­სა­ჯონ.

„სა­ზო­გა­დო­ე­ბამ მინ­და გა­ი­გოს, რომ ახალ­გაზ­რდა ბიჭი ტყუ­ი­ლად არ გარ­დაც­ვლი­ლა, ჯა­ლა­თი ექი­მე­ბის მიერ იქნა ჩემი შვი­ლი მოკ­ლუ­ლი, ყვე­ლა ექი­მი კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად უნდა და­ი­სა­ჯოს, ამით ჩემი შვი­ლი ვერ და­მიბ­რუნ­დე­ბა, მაგ­რამ მისი სული მო­ის­ვე­ნებს, ამას­თან, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ნა­თე­ლი იქ­ნე­ბა, იმ ექიმ­თა ვი­ნა­ო­ბა, რო­მელ­თაც ამ ყვე­ლა­ფერ­ში წვლი­ლი მი­უ­ძღვით.

გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე სა­ხე­ზე, მხარ­ზე, მუხ­ლზე ნა­ი­ა­რე­ვი, ასე­ვე ჰე­მა­ტო­მე­ბი ჰქონ­და. ჩემი მე­უღ­ლე რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში შე­ვი­და, შვი­ლის­თვის სუ­რა­თე­ბის გა­და­ღე­ბა მო­ვა­ხერ­ხეთ. მა­ნამ­დე ვი­დე­ოთ­ვა­ლით ვე­სა­უბ­რე­ბო­დით მას და ეს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი არ ჰქო­ნია, როცა აპა­რატ­ზე შე­ა­ერ­თეს, და­ზი­ა­ნე­ბე­ბი გა­უჩ­ნდა. არ ვიცი, ალ­ბათ, ვი­ღა­ცამ ჩემი შვი­ლი ფი­ზი­კუ­რად შე­უ­რა­ცხყო. ერთ-ერთ მოწ­მეს ჩვე­ნე­ბა აქვს მი­ცე­მუ­ლი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, როცა ჩემი შვი­ლის გა­პა­ტი­ოს­ნე­ბა ხდე­ბო­და რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, მის­მა მე­გობ­რებ­მა იკი­თხეს, თუ რა და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ჰქონ­და ვახ­ტანგ ჩარ­კვი­ანს. კლი­ნი­კა­ში მათ უთხრეს, რომ ეს „ნა­წო­ლი“ იყო, ყვე­ლას მოგ­ვეხ­სე­ნე­ბა, რომ ერთი თვის და­წო­ლილ პა­ცი­ენტს, რო­მელ­საც სხვა­დას­ხვა მხა­რეს აწ­ვენ­დნენ, „ნა­წო­ლი“ არ უჩ­ნდე­ბა, ეს სრუ­ლი აბ­სურ­დია“, – გა­ნა­ცხა­და ჩარ­კვი­ან­მა.

მი­სი­ვე თქმით, აღ­ნიშ­ნულ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით და­ნიშ­ნუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი ექ­სპერ­ტი­ზა, რომ­ლის დას­კვნაც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის უფ­ლე­ბა­მო­ნაც­ვლეს ჯერ არ მი­უ­ღია.

რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­დაც­ვლი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის ოჯა­ხის ბრალ­დე­ბებ­ზე კო­მენ­ტარს არ აკე­თე­ბენ.

ცნო­ბის­თვის, 20 წლის ფეხ­ბურ­თე­ლი, ვახ­ტანგ ჩარ­კვი­ა­ნი 10 სექ­ტემ­ბერს, რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა. მას კლი­ნი­კა­ში შეყ­ვა­ნი­სას კო­რო­ნა­ვირუ­სი ჰქონ­და, თუმ­ცა, მისი ოჯა­ხის გან­ცხა­დე­ბით, გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე ჩარ­კვი­ანს კო­ვი­დი და­მარ­ცხე­ბუ­ლი ჰქონ­და. მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 116-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც სი­ცო­ცხლის გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით მოს­პო­ბას გუ­ლის­ხმობს.

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.