“თავის ქალა ჰქონია გახლეჩილი და ადგილზე გარდაიცვალა…” – ცნობილია რა დაემართა სამოქალაქო აქტივისტს

“თავის ქალა ჰქონია გახლეჩილი და ადგილზე გარდაიცვალა…” – ცნობილია რა დაემართა სამოქალაქო აქტივისტს

აქ­ტი­ვის­ტი გივი კუბ­ლაშ­ვი­ლი უბე­დურ შემ­თხვე­ვას ემსხვერ­პლა.

იგი თა­ვის არე­ში უმ­ძი­მე­სი და­ზი­ა­ნე­ბით სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ მე-8 სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გუ­შინ შე­იყ­ვა­ნა.კლი­ნი­კას­თან მთე­ლი ღამე გა­ა­თე­ნეს მის­მა მე­გობ­რებ­მა, ახ­ლობ­ლებ­მა და ოჯა­ხის წევ­რებ­მა, ყვე­ლა გი­ვი­კოს გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბა­ზე ლო­ცუ­ლობ­და, რად­გან ექი­მე­ბი და­მა­ი­მე­დე­ბელს ვე­რა­ფერს ამ­ბობ­დნენ.ყვე­ლა­ფე­რი კეთ­დე­ბო­და მის გა­და­სარ­ჩე­ნად, თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ, დღეს დი­ლით გარ­და­იც­ვა­ლა. უამ­რა­ვი ტკი­ვი­ლი­ა­ნი სტა­ტუ­სი გაჩ­ნდა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში. ერთ-ერთი მე­გო­ბა­რი ამ­ბობს, გივი კუბ­ლაშ­ვილ­მა სამ­სა­ხურ­ში მი­ი­ღო ტრავ­მა ე.წ დე­ვე­პეს გად­მოც­ვე­ნის შე­დე­გად.

კახა კვეკ­ვეს­კი­რი, მე­გო­ბა­რი : მთე­ლი ღამე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ვი­ყა­ვით მე­გობ­რე­ბი, დი­ლით 7 სა­ათ­ზე მო­მი­წია იქი­დან წა­მოს­ვლა აუ­ცი­ლე­ბელ საქ­მე­ზე და სა­დღაც 2 სა­ათ­ში გა­ვი­გე, რომ ჩვე­ნი უკარ­გე­სი მე­გო­ბა­რი ცო­ცხა­ლი აღარ გვყავ­და. მარ­თა­ლია ექი­მე­ბი ამ­ბობ­დნენ, რომ ერთი პრო­ცენ­ტი იყო გა­დარ­ჩე­ნის შან­სი, მაგ­რამ მა­ინც არ ვუშ­ვებ­დით, რომ შე­იძ­ლე­ბო­და მას რამე მოს­ვლო­და და ვლო­ცუ­ლობ­დით მის გა­და­სარ­ჩე­ნად.

ტრაგიკუ­ლი შემ­თხვე­ვა მის სამ­სა­ხურ­ში გუ­შინ, და­ახ­ლო­ე­ბით 2-დან 3 სა­ა­თამ­დე შუ­ა­ლედ­ში მოხ­და. ერთ-ერთ ავე­ჯის და­მამ­ზა­დე­ბელ კომ­პა­ნი­ა­ში მთა­ვა­რი მე­ნე­ჯე­რის პო­ზი­ცი­ა­ზე მუ­შა­ობ­და. ძა­ლი­ან პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი იყო, არ ევა­ლე­ბო­და, მაგ­რამ ხე­ლოს­ნებს ფი­ზი­კუ­რა­დაც ეხ­მა­რე­ბო­და. წინა დღე­ებ­ში სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვი­დე­ოც დადო, 12 სა­ა­თამ­დე ეს უნდა მო­ვას­წროთ, რომ ჩვე­ნი წარ­მო­ე­ბა ისევ დად­გეს მწყობ­რშიო. რო­გორც გი­ვი­კოს ნა­თე­სავ­მა მი­თხრა, ტრა­გე­დი­ის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ოც არ­სე­ბობს, რო­მელ­შიც ჩანს, რო­გორ ვარ­დე­ბა სი­მაღ­ლი­დან რამ­დე­ნი­მე ცალი ე.წ დე­ვე­პე და პირ­და­პირ შუბ­ლის არე­ში ეცე­მა.

თავის ქალა გახ­ლე­ჩი­ლი ჰქონ­და, სე­რი­ო­ზუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით შე­იყ­ვა­ნეს და ხე­ლოვ­ნურ სუნ­თქვა­ზე იყო, გულს აპა­რა­ტით უმუ­შა­ვებ­დნენ. ექი­მე­ბი ამ­ბობ­დნენ, ერთი პრო­ცენ­ტიც არ არის გა­დარ­ჩე­ნის იმე­დიო, მაგ­რამ მა­ინც ვე­ბღა­უ­ჭე­ბო­დით იმ 1 პრო­ცენტს. ისიც გვი­თხრეს, თუ 24 სა­ა­თი გა­უძ­ლო, მერე გე­ტყვით რას მო­ვი­მოქ­მე­დებ­თო. დღეს პირ­ველ სა­ათ­ზე იწუ­რე­ბო­და ეს დრო, სამ­წუ­ხა­როდ, 10 სა­ათ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *