ზაზა თელია სოციალურ ქსელში საზოგადოებას საინტერესო ინფორმაციას უზიარებს :
“დაიბანე კანი/მიიღე შხაპი დაუყოვნებლივ ვარჯიშის შემდეგ.
ვარჯიშის დროს გამოიყენე ე.წ moisture–wicking fabric ტანსაცმელი რომელსაც აქვს უნარი სწრაფად მოახდინოს ოფლის გამოდევნა ფაბრიკის გარე შრეზე და აქვს უნარი სწრაფად გაშრობის, ასევე ეს რეკომენდაცია ეხება სავარჯიშო წინდებს, ამ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ბამბის ანუ “კოტონის” წინდები, ის სწრაფად სველდება და ინარჩუნებს ტენს.
გამოიყენეთ სუფთა, გარეცხილი სავარჯიშო ტანსაცმელი. ყოველ ჯერზე გამოიყენეთ პირსახოცი სავარჯიშო მოწყობილობების დასაფარად.
არ გამოიყენოთ მაკიაჟი (makeup) ვარჯიშის დროს.
არ დაგავიწყდეს მზისგან დაცვა თუ ვარჯიშობთ გარეთ. არ იაროთ ფეხშიშველმა საშხაპეში და გასახდელში არ გამოიყენოთ გაურეცხავი სავარჯიშო ტანსაცმელი. არ იბანაოთ ცხელი წყლით“, – წერს დერმატოლოგ-ვენეროლოგი.