ხაშურთან მომხდარ ავარიას 25 წლის თორნიკე ნოზაძის სიცოცხლე შეეწირა.
„ამაზე დიდი საშინელება რაღა უნდა მომხდარიყო… შევესწარი, შოკში ვარ.. საავადმყოფოში რომ გადაიყვანეს და გაიგეს, დაიღუპა, რაც იქ ხდებოდა… არ ვიცი, დიდხანს არ ამომივა თვალებიდან“, – წერს თვითმხილველი.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქ ავტომობილს, რომელშიც ორი ახალგაზრდა იჯდა, ტრაილერი დაეჯახა. ერთი ახალგაზრდა დაიღუპა, მეორე კი დაშავდა.
Post Views: 1,146