შენ ჩვენი ლამაზი ოჯახი გაანადგურე… მე მომკალი… ჩვენს შვილებს მომავალი დაუნგურე… რა ძნელია ამის წარმოდგენა რომ შენ ეს გამიკეთე

შენ ჩვენი ლამაზი ოჯახი გაანადგურე… მე მომკალი… ჩვენს შვილებს მომავალი დაუნგურე… რა ძნელია ამის წარმოდგენა რომ შენ ეს გამიკეთე

ოთხი დღის წინ გერმანიაში, ქალაქ ბრემში გაუჩინარებული კაცის ცხედარი მდინარეში გარდაცვლილი იპოვეს. სოციალურ ქსელში ქართულ გერმანულ ჯგუფში მისმა მეუღლემ ანამ დახმარება ითხოვა. შეგახსენებთ, წყვილს 3 მცირეწლოვანი შვილი დარჩათ.

“შენ ჩვენი ლამაზი ოჯახი გაანადგურე… მე მომკალი.. .ჩვენს შვილებს მომავალი დაუნგურე …როგორ უნდა გაპატიო??? მომიყვანე და დამტოვე ამ უცხო ქვეყანაში… რა ძნელია ამის წარმოდგენა რომ შენ ეს გამიკეთე, დღეს გნახავ ბოლოჯერ და თუ ამას გადავიტან მხოლოდ ჩემი შვილების გამო… შენ მე მომკალი მე არ ვარსებობ უკვე შენთან ერთად ვარ… მარა შვილებს ვერ ვტოვებ…  გნახავ ოდესმე და მოგიწევს ჩემს კითხვებზე პასუხის გაცემა ჩვენ გვჭირდებოდი” – წერს ახალგაზრდა ქალი, სამი შვილის დედა ანა, რომელიც გერმანიაში, ქალაქ ბრემენში სამ შვილთან ერთად მარტო დარჩა.

“ჩვენ ორივე მოვკვდით, არასდროს არ გაპატიებ ამას, ხომ იცი” – წერს იგი გარდაცვლილ ქმარზე.

ახალგაზრდა ოჯახი მესტიიდან რამდენიმე თვის წინ საცხოვრებლად სამ შვილთან ერთად გერმანიაში ჩავიდა.

წყარო : Itar.ge

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *