“57 წლის ძიძამ ქმარი წამართვა.. ავთო ნარგიზას ყოველთვის თავაზიანად ექცეოდა რას ვიფიქრებდი რომ..”

“57 წლის ძიძამ ქმარი წამართვა.. ავთო ნარგიზას ყოველთვის თავაზიანად ექცეოდა რას ვიფიქრებდი რომ..”

23 წლის ლილეს ისტორია შოკისმომგვრელია. ვერ გადაუწყვეტია იბრძოლოს ოჯახის შესანარჩუნებლად თუ დანებდეს და ქმარს მეორე ცოლის მოყვანის საშუალება მისცეს.

ლილე: ვზივარ და ვფიქრობ… როგორ წამართვა 57 წლის ქალმა ქმარი?! 19 წლის ასაკში გავთხოვდი. უნივერსიტეტში მეორე კურსზე ვსწავლობდი. გააზრებულად გავყევი ავთოს. ვიმსჯელეთ და დამპირდა, რომ სწავლასა და მუშაობაში ხელს შემიწყობდა. პირობა აასრულა. ბავშვი რომ შეგვეძინა ძიძა ავიყვანეთ. ნარგიზა ხანშიშესული ქალი იყო, დაახლოებით დედაჩემის ასაკის. ვერასდროს ვიფიქრებდი თუ მასზე უნდა მეეჭვიანა. ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ მაგისტრატურაზე ჩავაბარე და
თან მუშაობა დავიწყე. მინდოდა ჩემი შემოსავალი მქონოდა და მომვლელისთვისაც თავად გადამეხადა ანაზღაურება.

ავთო ჩვენს ძიძას ყოველთვის თავაზიანად ექცეოდა. ქალაქგარეთ თუ გავდიოდით სულ თან მოჰყავდა. რამდენჯერმე ნათესავების შეკრებაზეც კი დაპატიჟა. ამ წლის რვა მარტს ორივეს – მეც და ნარგიზასაც- საჩუქრები მოგვიტანა. ცოტა არ იყოს მეწყინა… მე ყვავილები მომცა, იმას სამკაული. გავეხუმრე ასეთი ხელგაშლილიც ნუ იქნები ჩვენს ძიძასთან, თორე შეუყვარდები-მეთქი… ენამ მიყივლა!

ნარგიზა კვირაში მინიმუმ სამჯერ მაინც ფეხს ითრევდა. ვითომ დალაგებაში ან დარეცხვაში მეხმარებოდა, ხანდახან მაგიდას აწყობდა ჩემ მაგივრად. ცოტა რომ შეგვიანდებოდა დაიწუწუნებდა როგორ დამაღამდაო, ავთოც წაყვანას სთავაზობდა. რამდენიმე საათი თუ არ გამოჩნდებოდა ვურეკავდი და ვეკითხებოდი რომელ ძმაკაცთან შეიარე-მეთქი.

ერთხელ ტელეფონზე დედაჩემს ველაპარაკებოდი, დამავიწყდა რომ გაზზე ვახშამი მედგა და დავწვი. ავთო ძალიან გაბრაზდა. მეჩხუბა და წამომაძახა, ნარგიზასგან ვერაფერი როგორ ვერ ისწავლეო. გამიკვირდა, საერთოდ რა შუაში იყო ნარგიზა?! ჩხუბისას ცხელ ტაფას ხელი ჰკრა და თითები დაიწვა. ონკანი მოვუშვი, ცივ წყალს მისი ხელი შევუშვირე და ვცადე გამეხსნებინა დამწვრობის მალამო სად იდო. ჩემმა ქმარმა წყალი დაკეტა და მითხრა:

  • აღარ შემიძლია ასე.
  • ძალიან გეწყვის, ხო? გინდა ექიმს გამოვუძახო?!
  • არა, არა. შენთან აღარ შემიძლია.
  • ამას თუ დამწვარი საჭმლის გამო მეუბნები… რა მოხდა, აწი, უფრო ყურადღებით ვიქნები. რატომ მტკენ გულს?

ჩემმა ძვირფასმა მეუღლემ მითხრა რომ დაშორება სურდა. ნორმალურად მიზეზსაც ვერ მეუბნებოდა. ძალიან განვიცადე. მთელი ღამე ვტიროდი. ავთო სასტუმრო ოთახში სავარძელზე იწვა და ვიღაცას ემესიჯებოდა. მივხვდი, რომ საყვარელი ჰყავდა. მაგრამ რას ვიფიქრებდ თუ ეს საყვარელი ნარგიზა იყო?!

მეორე დღეს მთხოვა ჩემოდანი ჩამილაგეო. გამაბრაზა მისმა უნამუსობამ, მაგრამ უღიმღამოდ მაინც ჩავუყარე ტანსაცმელი. სამსახურში ვიყავი წასასვლელი. ძიძას მოსვლას 40 წუთი ველოდე, რომ არ გამოჩნდა გადავურეკე. ვიგრძენი რომ ჩემი ხმის გაგონება გაუკვირდა.

  • ავად ხომ არ გამხდარხართ ნარგიზა, დეიდა? რატომ არ ჩანხართ?
  • შენ რა, არაფერი მოგიყოლია?- ნარგიზას ხმა შედარებით შორიდან გავიგონე, როგორც ჩანს, ყურმილი გასწია.
  • არა, განქორწინების საბუთებს რომ მივუტან ყველაფერს მოვუყვები. რა საჩქაროა? – გავიგონე ჩემი ქმრის ხმა.

მინდოდა მიწა გამსკდომოდა და ჩავეტანე. ყურმილი გავთიშე, შედარებით დავწყნარდი და ავთოს მივუმესიჯე შემხვდი-მეთქი. საღამოს სახლში მოვიდა. ალბათ ლაპარაკი გაიგონეო… ზუსტად ასე დაიწყო საუბარი და დასძინა, რომ ნარგიზას ცოლად მოყვანას აპირებდა. მსურდა მთელი ხმით მეყვირა, მაგრამ პირი რომ გავაღე ერთი ბგერაც არ დამცდა. ვიფიქრე რაც კი ჭურჭელია ყველას დავლეწავ და ამ ტკივილისგან გავნთავისუფლდები-მეთქი, მაგრამ ძალა არ მქონდა…

ჩემმა დაქალებმა მკითხავთან წამიყვანეს. მკითხავი მარწმუნებს, რომ ჩემს ქმარს ჯადო აქვს გაკეთებული. არვიცი რა ვიფიქრო… რა გავაკეთო. მირჩიეთ რამე.

შენიშვნა : ფოტო პირობითია

წყარო : Reitingi.ambebi,ge

Leave a Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.